არჩევნები ახლებურად: პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო უბანზე
საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებზე უფასო პოლიტიკური რეკლამა კვლავინდებურად 19 პოლიტიკური პარტიისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვას. ცვლილებებში გათვალისწინებულია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები და კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებები.

ცვლილებები ძირითადად ეხება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების, წინასაარჩევნო კამპანიის და პოლიტიკური რეკლამის წესებს.

საუბნო კომისიები დამოუკიდებელი გახდება

საარჩევნო კომისიების წევრებს ახლებურად აირჩევენ – ნაწილი კვლავ პარტიული კვოტებით გავა, მეორე ნაწილი კი საოლქო კომისიის დამოუკიდებელი წევრების მიერ აირჩევა.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია 36-ჯერ შეცვალა - რისთვის იყო ეს საჭირო

ამასთან, თუ ადრე კომისიის წევრობა ეკრძალებოდათ პარტიის წევრების მეუღლეებს, ახლა ეს აკრძალვა ყველა ახლო ნათესავზე ვრცელდება. ასევე კომისიაში ვერ იმუშავებენ ისინი, ვინც გასულ არჩევნებზე კომისიაში პარტიული კვოტით მოხვდა.

გარდა ამისა, ცესკო ვალდებული იქნება გამოაქვეყნოს საოლქოდან დაწყებული საუბნოთი დამთავრებული ყველა კომისიის წევრთა არა მხოლოდ მთლიანი სია, არამედ მათიც, ვისაც ამ სიაში ყოფნა სურდა.

ასევე, ცესკოს საჩივრების განსახილველად ექნება კონკრეტული ვადა – 2-დან 10 დღემდე.

საქართველოში სიჩუმის დღე დაწესდება

ცვლილებების თანახმად, საქართველოში პირველად დაწესდება ერთგვარი სიჩუმის დღე – კენჭისყრამდე რვა საათით ადრე და საარჩევნო უბნების დახურვამდე პერიოდში აიკრძალება აგიტაცია და პოლიტიკური რეკლამა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
პარლამენტში „სასარგებლო ქაოსი" გამეფდება – ექსპერტები კონსტიტუციაში შესწორებებზე

ასევე აიკრძალება სააგიტაციო მასალების განთავსება უბნიდან 25 მეტრის რადიუსში, ამავე მანძილზე აიკრძალება პირთა მიერ ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

ასევე დაუშვებელი იქნება – ვინმემ მიუთითოს ამომრჩეველს, თუ ვის უნდა მისცეს მან ხმა.

გარდა ამისა, დაწესდა შეზღუდვები დამკვირვებლებთან დაკავშირებით. კენჭისყრის დღეს ერთსა და იმავე მედია-ორგანიზაციას უფლება ექნება საარჩევნო უბანზე ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს ორი წარმომადგენლისა.

სიახლე პოლიტიკურ რეკლამაში

უფასო პოლიტიკური რეკლამა კვლავინდებურად 19 პოლიტიკური პარტიისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ფასიანი რეკლამით სარგებლობა კი ყველას შეუძლია.

კარს მომდგარი ქაოსი: როგორ იყენებენ პროტესტს აშშ-ში ამერიკული პოლიტიკური ძალები - Sputnik საქართველო
კარს მომდგარი ქაოსი: როგორ იყენებენ პროტესტს აშშ-ში ამერიკული პოლიტიკური ძალები – ვიდეო

მესამე მხარისგან რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ რეკლამის/ანტირეკლამის განთავსება ჩაითვლება შემოწირულობად. აკრძალულ შემოწირულობად იქნება მიჩნეული დაუსაბუთებელი შემოსავლით გაკეთებული შემოწირულობაც.

გარდა ამისა, იკრძალება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა სუბიექტის რეკლამირება პოზიტიური ფორმით.

პოლიტიკური რეკლამის გაშვებისას შესაბამისი სიმბოლოები უნდა ფარავდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10%-ს. რეკლამის დასასრულს, არანაკლებ ბოლო 1 წამის განმავლობაში, მკაფიოდ (კადრის არანაკლებ 50%) უნდა იქნას ნაჩვენები სუბიექტის სახელწოდება/საარჩევნო ნომერი.

ამასთან, სამინისტროებისა და სხვა უწყებების პროექტების რეკლამა არჩევნებამდე ორი თვის მანძილზე აიკრძალება.

მეორე ტურის თარიღი განსაზღვრულია

კანონპროექტის ავტორებმა განსაზღვრეს, რომ არჩევნების მეორე ტური ტარდება პირველი ტურიდან სამი კვირის თავზე.

მეორე ტურში გადასულ ყველა სუბიექტს პოლიტიკური რეკლამისთვის უფასო საეთერო დრო დაეთმობა.

პარტიული სიები

არჩევნებში მონაწილეობისთვის სიების წარდგენის წესიც იცვლება.

მხარდამჭერთა სიების ბლანკების წარმოდგენასთან ერთად, საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილ უნდა იქნეს ამ სიაში შეყვანილ პირთა შესახებ ინფორმაცია ელექტრონული სახითაც, რაც ქმნის ხელმოწერების ავთენტურობის გადამოწმების ეფექტიან მექანიზმს. თუმცა პარტიებს ხელმოწერების რაოდენობა ადრინდელთან შედარებით ნაკლები დასჭირდებათ – სულ 5 ათასი და ისიც მხოლოდ მათ, ვინც 2016, 2017 და 2018 წლების არჩევნებზე 15 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერა ვერ მიიღო.

გვაქვს შანსი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდეს:ბურჯანაძე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ >>

ასევე, პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე უნდა იყოს ქალი – პარტია მხოლოდ ამ შემთხვევაში გაივლის რეგისტრაციას. ამასთან სიებში ქალების ჩასმის მოთხოვნები ყოველ არჩევნებთან ერთად გაიზრდება. 2032 წლის არჩევნებისთვის სიებში მამაკაცებისა და ქალების თანაბარი რაოდენობა უნდა იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0