კარს მომდგარი ქაოსი: როგორ იყენებენ პროტესტს აშშ-ში ამერიკული პოლიტიკური ძალები – ვიდეო

გამოწერა
აშშ-ში უკვე ორი კვირაა არ წყდება საპროტესტო აქციები რასიზმისა და პოლიციის თვითნებობის წინააღმდეგ. საზოგადოება ქუჩაში გამოვიდა 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მინეაპოლისის პოლიციის თანამშრომელს დაკავებისას შემოაკვდა.

მშვიდობიანი აქციები მალე გადაიზარდა არეულობაში, რასაც მოჰყვა ძარცვა და სამართალდამცველებთან შეტაკებები. ბევრ ქალაქში პოლიცია ქაოსს ვერ უმკლავდებოდა. ადამიანები იძულებული გახდნენ საკუთარი ქონება იარაღით დაეცვათ. ისინი, ვინც მაროდიორობისა და კანონდარღვევის წინააღმდეგ გამოვიდა, მომიტინგეებისთვის მტრად იქცა.

ამერიკელი დემონსტრანტების ლოზუნგი „შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ მალე გასცდა აშშ-ის ფარგლებს, რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ მიტინგები გაიმართა ევროპის, ლათინური ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის დიდ ქალაქებში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აშშ-ის მთავრობა არ ჩქარობს საზოგადოებაში აფეთქების ჩაწყნარებას, ხოლო ამერიკული პოლიტიკური ძალები ცდილობენ კრიზისი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ.

ამერიკელი პოლიციელების ნაწილი სხვადასხვა ქალაქებში მუხლს იყრის და ეხვევა მომიტინგეებს, ზოგან კი მიტინგების ჩახშობის მცდელობის ფონზე ძალადობა უფრო მატულობს, რაც პროტესტის ახალ ტალღას იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0