პირველად 2008 წლის ომის შემდეგ - ზალკალიანმა ლავროვთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა

© photo: MFA of Georgia / FBდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ზალკალიანმა განმარტა, თუ რატომ დათანხმდა იგი მოლაპარაკებებს სერგეი ლავროვთან

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დისკუსიის მთავარი თემა იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი გაეროში სერგეი ლავროვს შეხვდა >>

ეს იყო მაღალი დონის პირველი შეხვედრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. რუსეთისა და საქართველოს პირველი დიპლომატების შეხვედრა შვეიცარიის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. 

„ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაფერზე, ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის რაც არის დაკავშირებულ ჟენევის მოლაპარაკებებთან, საქართველოს პოზიციასთან და რუსეთის დამოკიდებულებასთან“, - განაცხადა ზალკალიანმა, რომლის ვიდეოკომენტარი სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

მისი თქმით, ქართული მხარე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს აცნობებს შეხვედრის დეტალებს და გააგრძელებს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული სიტუაციის დეესკალაციისკენ.

პოლიცია შიდა ქართლში - Sputnik საქართველო
თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრა შეაფასეს

ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დათანხმდა შვეიცარიის მხარის წინადადებას ლავროვთან შეხვედრის გამართვაზე ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ. მისი თქმით, ეს იყო „პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი, ანუ ის, რაც იქ (ადმინისტრაციულ საზღვართან - რედ.) შექმნილ მძიმე სიტუაციას უკავშირდება“.

კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმაც გააკეთა.

„ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოხდეს ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია. ეს ღონისძიება, რომელიც გაერო-ში ტარდება, იქნა დანახული შესაძლებლობად, შესაბამისად ეს დაკოორდინირდა და ამის ფონზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, შეხვედრის მიზანი იქნება ვითარების დეესკალაცია“, - განუცხადა ჩიქოვანმა ჟურნალისტებს.

მენაღარიშვილმა ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრის შესახებ ისაუბრა >>

მანამდე გამოცემა КоммерсантЪ-თან ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ „საქართველოში გამოჩნდნენ შერაცხადი პოლიტიკოსები, რომლებიც პოზიციების გამყარებას აგრძელებენ”. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ, შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლას დააბრუნებდა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
„ამ ფრენებს, ალბათ, დავაბრუნებდი" – ლავროვი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე

ისედაც რთული ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლამ გაამწვავა. რუსეთმა 8 ივლისიდან შეწყვიტა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოში ტურების გაყიდვა შეწყვიტეს. შედეგად სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობა შემცირდა.

ბოლო პერიოდში საქართველოში ტურისტებს შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობდნენ. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტურისტულმა სექტორმა წლის ბოლომდე, შესაძლოა, 700 მილიონ დოლარამდე იზარალოს.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს.

ზურაბიშვილი გაეროში: რუსეთთან დიალოგზე უარი არ გვითქვამს >>

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ორი ქვეყნის დიპლომატების პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფორმატით არის შენარჩუნებული.

ყველა ახალი ამბავი
0