მენაღარიშვილმა ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრის შესახებ ისაუბრა

გამოწერა
ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას მოულოდნელი უწოდა

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა, 2008 წლის ომის შემდეგ, დადებით შედეგებს მოიტანს.

დავით ზალკალიანი გაეროში სერგეი ლავროვს შეხვდა >>

დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის შუამავლობით შეხვდნენ და მათ ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს. საქართველომ დააყენა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და მის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთი) არსებულ პრობლემებს შეეხო.

„ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო... აქედან ვერანაირი დასკვნის გაკეთება არ შეიძლება. ფაქტი საინტერესოა, თანაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადების შემდეგ პირველად მოხდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები არ ყოფილა. ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ გასარკვევია, რა ითქვა იქ. ღმერთმა ქნას, რომ არ გაუარესდეს და ღმერთმა ქნას, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს“, - განუცხადა მენაღარიშვილმა „Sputnik-საქართველოს“.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
„ამ ფრენებს, ალბათ, დავაბრუნებდი" – ლავროვი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის თქმით, ლავროვთან შეხვედრის გამართვა მოხდა შვეიცარიის წინადადებით, რომელიც მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავლის როლს ასრულებს. აბაშიძის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ საქართველო წინადადებას დასთანხმდა.

მანამდე გამოცემა КоммерсантЪ-თან ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ „საქართველოში გამოჩნდნენ შერაცხადი პოლიტიკოსები, რომლებიც პოზიციების გამყარებას აგრძელებენ”. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ, შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგეს.

ისედაც რთული ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლამ გაამწვავა. რუსეთმა 8 ივლისიდან შეწყვიტა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოში ტურების გაყიდვა შეწყვიტეს.

ბოლო პერიოდში საქართველოში ტურისტებს შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობდნენ. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტურისტულმა სექტორმა წლის ბოლომდე, შესაძლოა, 700 მილიონ დოლარამდე იზარალოს.

ზურაბიშვილი გაეროში: რუსეთთან დიალოგზე უარი არ გვითქვამს >>

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს.

ყველა ახალი ამბავი
0