დავით ზალკალიანი გაეროში სერგეი ლავროვს შეხვდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთისა და საქართველოს პირველი დიპლომატების შეხვედრა შვეიცარიის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს სერგეი ლავროვს შეხვდა, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი გაეროში: რუსეთთან დიალოგზე უარი არ გვითქვამს

რუსეთისა და საქართველოს პირველი დიპლომატების შეხვედრა შვეიცარიის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე გაცვალეს აზრები რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობს. დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილია. ორ ქვეყანას შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0