„ამ ფრენებს, ალბათ, დავაბრუნებდი" – ლავროვი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე

გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში „შერაცხადი პოლიტიკოსები გამოჩნდნენ“.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. იმის შესახებ, თუ როგორია რუსულ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივა, შესაძლებელია თუ არა პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოცემა КоммерсантЪ-თან რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი არ დაუჭირა>>

საქართველოს შესახებ ერთ-ერთი პირველი კითხვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენას ეხებოდა.

„მე ამ ფრენებს, ალბათ, დავაბრუნებდი. მგონია, რომ ეს სწორი იქნება მას შემდეგ, რაც ქართული მოსახლეობის უმრავლესობამ გააცნობიერა იმ გამოხდომის კონტრპროდუქტიული პროვოკაციული ხასიათი, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომაზე", – აღნიშნა ლავროვმა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი გაეროში: რუსეთთან დიალოგზე უარი არ გვითქვამს

ჟურნალისტის კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ რუსეთი მზად იყო, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები უკვე 2019 წლის ზაფხულისთვის გაეუქმებინა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ეს გადაწყვეტილება „უკვე მომზადებული იყო".

„ეს მარტივი არ იყო. მისი მომზადების პროცესი, გასაგები მიზეზების გამო, რთული იყო. მაგრამ, საბოლოოდ, ვლადიმირ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამაზე წავსულიყავით, რათა ადამიანებს ერთმანეთთან ჰქონოდათ ურთიერთობები, აეწყოთ კონტაქტები, განვითარებულიყო ტურიზმი. ამ ივნისის გამოხდომამ, რა თქმა უნდა, მთელი პროცესი უკან გადაისროლა... იმედი მაქვს, რომ მხოლოდ გადაისროლა. საქართველოში გამოჩნდნენ და პოზიციებს იკრებენ შერაცხადი პოლიტიკოსები. ვნახოთ, როგორ წავა საქმეები", – განაცხადა ლავროვმა.

როდესაც საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში შესვლის სურვილს, ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთს ნამდვილად არ სურს, რომ ნატო ქვეყანას გარს შემოერტყას, განათავსოს თავისი შეიარაღება რუსეთის საზღვრებთან ახლოს. და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება – ეს არაა ბრძოლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, არამედ რაღაც სხვა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უფრო ეფექტური გახდება

„მაშინ არ გვიფიქრია, რომ იქ ნატო არ ყოფილიყო. ვმოქმედებდით მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე. როდესაც მიხეილ სააკაშვილმა, დაარღვია რა რუსეთის ხელმძღვანელობისთვის მიცემული ყველა პირობა, გასცა დანაშაულებრივი ბრძანება სამხრეთ ოსეთში ჯარების შეყვანის, ცეცხლის გახსნის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რუსი, ოსი და არა ქართველი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ, რომლებიც მან დროულად გაიყვანა იქიდან, ჩვენ ვფიქრობდით ამ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე. ვიცოდით, რომ უბრალოდ გაანადგურებდნენ. ასეთი იყო ქართული ჯარის განწყობა, რომელმაც ეს ბრძანება მიიღო", – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი მაშინ არ ფიქრობდა, რომ იქ არ ყოფილიყო ნატო. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ ნატოს მიახლოება რუსეთის საზღვრებთან საფრთხეს ქმნის.

გახარიას მთავრობის პროგრამა: პრიორიტეტია კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა>>

პროვოკაციულ კითხვაზე, რას მოიმოქმედებს რუსეთი, თუ ნატო საქართველოს თავის რიგებში მიღებას მაინც გადაწყვეტს, თუნდაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გადაუწყვეტელი პრობლემებით, ლავროვმა აღნიშნა, რომ ომს ის არ დაიწყებს, მაგრამ მისი დამოკიდებულება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც თავიანთ პირველ პრიორიტეტად მასში შესვლას ასახელებენ, სერიოზულად შეირყევა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: აშშ საქართველოს რუსეთისგან „მოწყვეტას" ცდილობს

„ნატოში ბევრი ქვეყანაა, რომლებიც ამისგან არ აკეთებენ ფეტიშს და რუსეთთან ნორმალურ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ავითარებენ. მაგრამ როდესაც ნატო შეპყრობილია უწყვეტი გაფართოებით, ამაში ვხედავთ მხოლოდ მისწრაფებას, რომ რუსეთი მტრულ გარემოცვაში მოექცეს – ჩვენ ალიანსის შიგნით მტრად ვართ გამოცხადებული – და გართულდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება. ესაა მცდელობა, თავს მოგვახვიონ ის წესრიგი, რომელიც ეფუძნება იმ წესებს, რომლებსაც დასავლეთი საერთაშორისო სამართლის ნაცვლად ამკვიდრებს.

მისი თქმით, ნატოს უსაფრთხოებისთვის არაფერი მოუტანია მონტენეგროს, მაკედონიას, რომელიც ახლა შედის ალიანსში. ალიანსის უსაფრთხოებისთვის არანაირი აზრი არა აქვს ნატოში სერბეთის მიღებას.

„აქედან მიზანი მხოლოდ ერთია – შეაფერხონ რუსეთის ფედერაცია", – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ყველა ახალი ამბავი
0