ლავროვი: აშშ საქართველოს რუსეთისგან „მოწყვეტას" ცდილობს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირის განცხადებით, მოსკოვი თბილისთან ურთიერთობის გაუარესების მოსურნე არასდროს ყოფილა.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ დასავლეთის ქვეყნები, აშშ-ის მეთაურობით, ცდილობენ საქართველო რუსეთისგან „მოწყვიტონ".

რუსეთის დუმა - Sputnik საქართველო
რუსეთი საქართველოსგან ბოდიშს ელოდება – ჯერი სალომე ზურაბიშვილზეა

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამ დროისათვის ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და დიპლომატების ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

„ყოველივე ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, უპირველეს ყოვლისა კი შეერთებული შტატები, ყველანაირად ცდილობენ ჩვენი მეზობლები მოწყვიტონ რუსეთის ფედერაციისგან", – განაცხადა ლავროვმა RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი სიტყვებით, 2008 წელს, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს „მუხრუჭებმა უმტყუნა", ცხინვალის რეგიონში „მუშაობდა ათობით ამერიკელი ინსტრუქტორი და ქართველ სპეცრაზმელებს და სამხედროებს წვრთნიდა".

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესების მოსურნე

საქართველო 20 ივნისიდან საპროტესტო ტალღამ მოიცვა – მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. იმავე დღეს აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

თბილისში საპროტესტო აქციებისა და პირველი პირების მკვეთრი განცხადებების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსეთის ტუროპერატორებმა კი საქართველოში ტურებზე განაცხადების გაფორმება შეწყვიტეს. საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი ზომები ტურიზმის სფეროს დარტყმას მიაყენებს, რამდენადაც ბოლო წლებში საქართველოში ტურისტების რაოდენობით რუსეთი ლიდერობს.

ყველა ახალი ამბავი
0