სიყვარული – მოგზაურობა რუკისა და კომპასის გარეშე

© AFP 2024 / STRINGERრომენ გარი
რომენ გარი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
ბევრ ქალს ვიცნობდი ცხოვრებაში, და შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის მარტო ვიყავი. ძალიან ბევრი – იგივეა, რაც არავინ...

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ რომენ გარის გამონათქვამებს.

რომენ გარი (Romain Gary, იგივე რომან კაცევი Roman Kacew 1914–1980) – ებრაული წარმოშობის ფრანგი მწერალი, კინორეჟისორი, სცენარისტი, სამხედრო მფრინავი, დიპლომატი.

ერთადერთი გონკურის პრემიის ორგზის ლაურეატია – 1956 წელს თავისი სახელით და 1975 წელს ემილ აჟარის სახელით.

გადაშლილი წიგნი და სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
წესიერება, ინტელიგენტურობა, აღზრდა: ღირსება, რომელიც წვრილმანებში ვლინდება

რომენ გარის დაწერილი აქვს 30-ზე მეტი ტომი – ესეები, მემუარები, მხატვრული პროზა. მისი ცნობილი ნაწარმოებებია: „დღის ფერები“, „ცის ფესვები“, „განთიადის დაპირება“, „მთელი ცხოვრება წინაა“ და სხვ.

ხანდახან ვინმეს დავიწყების საუკეთესო საშუალება მისი კვლავ ნახვაა.

იუმორი... ეს მოქნილი და უტყუარი ხერხია განაიარაღოთ სინამდვილე სწორედ იმ მომენტში, როდესაც ის მზადაა თქვენს გასაჭყლეტად.

ქალი, რომელიც პროსტიტუციაში ფულისთვისაა ჩართული, მოწყალების და, პატიოსანი გზით პურის ფულის მშოვნელი მგონია მეცნიერების პროსტიტუციასთან შედარებით, რომლებიც თავიანთ ტვინებს გენეტიკური საწამლავებისა და ატომური კოშმარის შემუშავებისთვის ყიდიან.

ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის>>

სასაცილოს დიდი უპირატესობა აქვს: ესაა საიმედო ადგილი, სადაც შეიძლება დალოდება და გადარჩენა.

როცა 16 წლის ხარ და შესაძლებელია ყველაფრის მოსინჯვა და არაფრის მიღწევა, ამას, ჩვეულებრივ, ჰქვია „მომავალი აქვს“.

სიყვარული – ეს მოგზაურობაა, რომელშიც რუკისა და კომპასის გარეშე უშვებენ და სადაც გადარჩენა მხოლოდ საკუთარი სიფრთხილით არის შესაძლებელი.

საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
ლამაზი, მოქეიფე, უდარდელი: ქვეყანა, სადაც სანიმუშოცა და საძრახისიც ერთნაირად ფასობს

პროდუქტი გაფუჭებულია – ეს ნიშნავს, რომ მას სიცრუითა და მშვენიერი ფრაზებით ალამაზებენ. რაც უფრო მეტია სიტყვა, გაქანება, დარწმუნებული იყავი, მით მეტია ყალბი არსი.

სულ არაა საჭირო, უარყო რეალობა: საკმარისია, უბრალოდ, მის ნებას არ აჰყვე.

„შეინარჩუნო ცხოვრების აზრი“ – ხანდახან ეს მთლიანად ეწინააღმდეგება „ჯანსაღი აზრის შენარჩუნებას“.

ერთადერთი ადგილი სამყაროში, სადაც შეიძლება ნამდვილ ადამიანს შეხვდე, ეს ძაღლის მზერაა.

მშვენივრად ვიცი, რომ რწმენას მთების გადადგმა შეუძლია, მაგრამ ხანდახან მას სხვა არაფერი მოაქვს, გარდა იმისა, რომ მთებს აწრიალებს.

პატრიოტიზმი – ეს შენიანის სიყვარულია, ნაციონალიზმი – სხვისი სიძულვილი.

ეცადეთ, თუნდაც ერთი შანსი მისცეთ შეუძლებელს. არასდროს დაფიქრებულხართ, რომ ის, ეს შეუძლებელი, დაიღალა და როგორ ვჭირდებით ჩვენ.

რატომ თხოვდება ქალი მეორედ და რატომ ქორწინდება მეორედ მამაკაცი>>

სამყარო ირონიის წვეთიდან დაიბადა, რომელშიც კაცობრიობა მისი მხოლოდ ერთ-ერთი ღიმილია.

არ შეიძლება იკითხო ცხოვრების აზრის შესახებ – ეს აზრი მასში უნდა ჩადო.

და მაინც ფაუსტის ჭეშმარიტი ტრაგედია ის კი არაა, რომ მან ეშმაკს მიჰყიდა სული. ნამდვილი ტრაგედია ისაა, რომ არანაირი ეშმაკი არ არსებობს, რომ თქვენი სული იყიდოს.

ნაკვალევი თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2020
ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია

მაშინ ფსკერზე აღმოვჩნდით – არ ვამბობ „უფსკრულს“, რადგან მას შემდეგ გავიგე, რომ მას ფსკერი არა აქვს და მთელი ცხოვრება შეიძლება ამყარო ჩაძირვის რეკორდები და მისი სიღრმე ვერასდროს ამოწურო.

ძალიან მოგვაკლდებიან ფაშისტები: მათ გარეშე რთული იქნება – ვერავის დავაბრალებთ ჩვენს დანაშაულს.

იმდენ ქალს ვიცნობდი ცხოვრებაში, რომ შემიძლია ვთქვა, ყოველთვის მარტო ვიყავი. ძალიან ბევრი – იგივეა, რაც არავინ.

გიყვარვარ? ჰო თუ არა? – მიყვარხარ. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. არ მინდა შენი მეორე ნახევარი გავხდე. გაგიგია ეს საშინელი გამონათქვამი? „სადაა ჩემი მეორე ნახევარი?“ „არ გინახავთ ჩემი მეორე ნახევარი?“ მინდა, როცა შეგხვდები ხუთი, ათი წლის შემდეგ, გულში ჩხვლეტა ვიგრძნო. მაგრამ თუ სახლში დაბრუნდები ყოველ საღამოს წლების განმავლობაში, გულში ჩხვლეტა არ იქნება, იქნება მხოლოდ ზარი კარზე...

ძვირფასო მარსელენ, როდესაც თქვენს კერძებს ვსინჯავ – ეს ეროტიკაა, მაგრამ როცა ფასებს ვუყურებ – ეს პორნოგრაფიაა!

ღმერთი ნებისმიერ ცოდვას პატიობს, გარდა...>>

საკმარისია სასოწარკვეთილება დაგვეუფლოს და უკვე მზად ვართ, ყველაფერი დავიჯეროთ.

მისცე სიცილის საბაბი – ეს, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი გულუხვობაა.

არის ისეთი გამოჯანმრთელება, რომელიც უფრო მეტს ანგრევს, ვიდრე ავადმყოფობა.

ყველა ახალი ამბავი
0