10:16 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
32 0 0

გუშინ საღამოს რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერთა მოლაპარაკებები გაიმართა, რომლებმაც დონბასში შექმნილი ვითარება განიხილეს.

ირინა ალქსნისი

„არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“ — ასეთი რეაქცია ჰქონდა კიევს მოსალოდნელი ვიდეოკონფერენციის თაობაზე ერთი დღით ადრე.

უკრაინის ხელისუფლებამ აქამდე ვერ გააცნობიერა, რომ საკუთარი რენომეს შესანარჩუნებლად საჯაროდ ისეთი განცხადებების გაკეთება არ ღირს, რაც მათ სასაცილო მდგომარეობაში აყენებს. ხომ აშკარაა, რომ ისინი ვერაფერს მოუხერხებენ იმ ფაქტს, რომ ზესახელმწიფოები ქვეყნის ბედს მის ზურგს უკან წყვეტენ. ასე რომ, უკმაყოფილების გამოხატვით ისინი მხოლოდ აძლიერებენ თავიანთი მდგომარეობის დამამცირებლობას.

არადა, მათ ჰქონდათ შანსი, შეენარჩუნებინათ სახე, ვინაიდან თავდაპირველად მოსკოვმა, მომავალი საუბრის მონა წილეთა შემადგენლობის დასახელებისას, განაცხადა, რომ პუტინი, მერკელი და მაკრონი მხოლოდ დონბაისის შესახებ არ აპირებდნენ მსჯელობას.

მაგრამ კიევის კომენტარის შემდეგ კრემლი კიდევ მეტად ერთმნიშვნელოვანი გახდა და განაცხადა, რომ „ნორმანდიული ფორმატის საქმე ცუდადაა“. რუსეთი პრეზიდენტის პრესმდივანმა დააზუსტა, რომ „პრეზიდენტ ზელენსკის პირობებში იოტისოდენზეც ვერ მოხერხდა წინ წაწევა როგორც მინსკის, ისე სხვა შეთანხმებებში, რომლებსაც პარიზში მიაღწიეს“. დიპლომატიურ ფარგლებში ამაზე სწორხაზოვნად იმის გამოცხადება, რომ მოსკოვს უკრაინის ხელმძღვანელობასთან საუბრის არანაირი სურვილი არ აქვს ამ წამოწყების სრული უაზრობიდან გამომდინარე, შეუძლებელია.

მით უმეტეს, რომ არსებული ვითარება, როცა დაშორიშორების ხაზზე უკრაინული სამხედრო ფორმირებები იყრიან თავს,  სულაც არ განაწყობს ფუჭი საუბრებისთვის.

მინსკის ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდა ექვსი წლის განმავლობაში დონბასში არაერთხელ მოხდა „ცხელი“ რეციდივები. მაგრამ ყოველ ჯერზე ისინი ცალკეული ინციდენტებით შემოიფარგლებოდა და სრულმასშტაბიან ომში არ გადადიოდა. ასე მოხდა გასული წლის ზაფხულშიც, როდესაც საკმაოდ სერიოზული ესკალაცია დაზავებით დასრულდა.

ამგვარი ვითარების მთავარი მიზეზი კვლავაც არის ის, რომ დასავლეთი არ არის დაინტერესებული ომის განახლებით, მიუხედავად იმისა, რომ ალარმისტები ყოველი გამწვავებისას განგაშის ზარებს არისხებდნენ და სისხლიანი მოვლენების განვითარებას პროგნოზირებდნენ.

საჭიროა გავიხსენოთ, რომ ევროპა მინსკის შეთანხმებაზე ფაქტობრივად იძულებით წავიდა. კიევი მძიმე მარცხს განიცდიდა ფრონტზე — საჭირო იყო მისი გადარჩენა. რუსეთი კი ვერ აიძულეს, ღიად ჩარეულიყო კონფლიქტში. თანაც 2015 წლის დასაწყისში უკვე გასაგები იყო, რომ უკრაინის გარშემო და მის შიგნით შექმნილი ვითარება ისე არ ვითარდება, როგორც ამას ევრომაიდნისა და მთელი ანტირუსული პროექტის არქიტექტორები გეგმავდნენ.

შედეგად, დონბასში საბრძოლო მოქმედებები დაპაუზდა, ხოლო შემდგომმა მოვლენებმა კიდევ მეტად განამტკიცა სტატუს–კვო. ევროპა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ რუსეთის ჩაფიქრებული სცენარით დაჩოქება ვერ მოხერხდა, და ეტაპობრივად დაიწყო ორმხრივი თანამშრომლობის აღდგენა — უკრაინული ავანტიურებისთვის მხარდასაჭერად აღარავის ეცალა. შტატებში კი პრეზიდენტი შეიცვალა, ხოლო ტრამპისთვის საგარეო პოლიტიკური ზეწოლის მთავარ ობიექტად ჩინეთი იქცა.

ამასთან დასავლეთისთვის დიდ იმედგაცრუებად თავად უკრაინა იქცა, რომელმაც პრაქტიკულად ვერცერთი მოლოდინი ვერ გაამართლა. დონბასის თემა ევროპასთან და აშშ–სთან მის ურთიერთობებში ბოლო კოზირად დარჩა. კიევი მთელი ამ წლების განმავლობაში იქ სამხედრო გამწვავებების რეგულარული პროვოცირებით იპყრობდა ყურადღებას სასურველი დახმარების მიღების იმედით. მაგრამ წარუმატებლად  — რადგან ომის განახლებით ოკეანის არცერთ მხარეზე არ იყვნენ დაინტერესებული.

მაგრამ ბოლო წლებში სწორედ ამ ასპექტში მოხდა არსებითი ცვლილებები, რაც გვაიძულებს, ბევრად დიდი შფოთვით ვადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას.

შეერთებულ შტატებში ხელისუფლებაში უბრალოდ დემოკრატები კი არა, ამერიკული ისტებლიშმენტის იმ ნაწილის წარმომადგენლები დაბრუნდნენ, რომლებიც იდგნენ კიდეც დონბასში ომის დაწყების უკან. უფრო მეტიც, მათი პირველი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები დესტრუქციულობის ისეთ დონეს წარმოაჩენს, რომ არაფრით არ შეიძლება კონფლიქტის თავიდან გაღვივების გამორიცხვა.

ვითარება ნაკლებად რთული არც ოკეანის აქეთ მხარეს არ არის. ევროკავშირმა, აწია რა რუსოფობიის გრადუსი, რუსეთთან ურთიერთობები უდაბლეს წერტილამდე ჩამოშალა. ამასთან მან ეს დამოუკიდებლად და თავისი ნებით გააკეთა — ჯო ბაიდენის თეთრ სახლში შესვლამდე ბევრად ადრე. ასე რომ, ამჯერად ევროპელების მოქმედება არანაირად არ შეიძლება მიეწეროს ვაშინგტონის მიმართ ვასალურ–სამოკავშირეო ურთიერთობებს.

ევროპის ქმედებების საფუძველსა და მიზნებზე კამათი შეიძლება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ რამდენად შორს შესასვლელადაა მზად ის ამ გზაზე. ამ დროისათვის ერთ–ერთი ყველაზე სასიცოცხლო საკითხი ისაა, ხომ არ მიიყვანს ევროპელებს ამჟამინდელი ანტირუსული ვექტორი კიევის მხარდაჭერამდე ომის სფეროში.

სწორედ ეს მდგომარეობა ხდის ატუალურს ვლადიმირ პუტინის საუბარს გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან. საქმე არა მარტო პოზიციების განმარტებაშია, არამედ რუსეთის პრეზიდენტის ხელთ არსებული არგუმენტების ფართო არსენალშიც, რომლის მეშვეობითაც პუტინს დასავლელი კოლეგები დონბასში ომის განახლების დამღუპველობაში უნდა დაერწმუნებინა — როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპისთვის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

მთავარი თემები