მოსაზრება: აშშ-ს სურს ყველას ჭკუა ასწავლოს

© photo: Sputnik / Alexеy Filippov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტი თითქმის ერთდროულად ახალ სანქციებს უწესებს ჩინეთს და თან ვლადიმირ პუტინსა და სი ცზინპინს ვირტუალურ სამიტზე იწვევს.

ირინა ალქსნისი

22–23 აპრილისთვის დაგეგმილი სამიტი კლიმატის გლობალურ ცვლილებებს მიეძღვნება. კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს ორმოცამდე ლიდერი მიიღებს მონაწილეობას, პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციას საკადრისი პატივი უნდა მიეგოს: მსგავსი ღონისძიების ჩატარების იდეა მეტად მახვილგონივრულია, ვინაიდან ორი კი არა, ათობით კურდღლის მოკვლისკენაა მიმართული.

ჯარისკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
რევოლუციური ვითარება დასავლეთისთვის: აშშ-ს არ შეუძლია, ევროპას არ სურს

კლიმატურ პრობლემებზე ფოკუსირებით დემოკრატები ხაზს უსვამენ, რაოდენ განსხვავდება მათი პოლიტიკა წინა პრეზიდენტის პოლიტიკისგან, რომელიც ყველა შესაძლებელი მეთოდით უგულებელყოფდა ეკოლოგიის პრობლემებს. აშშ-ის პარიზის შეთანხმებაში დაბრუნების შემდეგ, რომლიდანაც ქვეყანა სწორედ დონალდ ტრამპმა გაიყვანა, ჯო ბაიდენს სამიტზე მიეცემა შესაძლებლობა წარმოაჩინოს, რომ შეერთებული შტატები მზად არის, კვლავ იტვირთოს ამ საკითხში მსოფლიო ლიდერის როლი.

ამასთან, კლიმატური პრობლემა უკვე დიდი ხანია მარყუჟად იქცა, რომლის მეშვეობითაც ამერიკელები და ევროპელები თავიანთი კონკურენტების განვითარების შეკავებას ცდილობენ — როგორც ეკონომიკური, ისე გეოპოლიტიკური კუთხით. უფრო მეტიც, თანამედროვე სამყაროში, სადაც დასავლეთი სწრაფად კარგავს დომინანტ მდგომარეობას, ეკოლოგიის თემა ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის საკითხთა შორის, რომლებზე მონოპოლიასაც ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს. და, როგორც შედეგი, ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს.

მაგალითად, 2023 წელს ევროკავშირი ნახშირბადზე გადასახადს აწესებს სათბური გაზების დიდი რაოდენობით გამომტყორცნ იმპორტირებულ პროდუქციაზე. ასეთთა შორის არის ნავთობი, გაზი, ლითონები, სასუქი, ცემენტი — მოკლედ, რუსული ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც სერიოზულ გამოწვევად იქცევა რუსი მწარმოებლებისთვის.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
მოსაზრება: ევროკავშირი რუსეთსა და კორონავირუსს „წვრილმანი კბენებით“ ებრძვის

თუმცა, მომავალ სამიტს, გარდა გლობალური გრძელვადიანი ასპექტებისა, ოპერატიული საკითხებიც აქვს, რომლებიდანაც თეთრი სახლი თავისთვის მაქსიმალური სარგებლის მიღებას გეგმავს.

სამიტზე მიწვევა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს იმ მომენტში მიუვიდათ, როცა ორი ქვეყნის დასავლეთთან ურთიერთობა ათწლეულების განმავლობაში უდაბლეს წერტილზეა. გარდა ამისა, საერთაშორისო ურთიერთობები უზარმაზარ და ცუდ ცვლილებებს განიცდის.

არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ სახელმწიფოთა შორის ზოგ საკითხზე ხისტი დავებია, ზოგზე კი — პროდუქტიული თანამშრომლობა. პირიქით, ეს სავსებით ნორმალურია. მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციებს სცდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოლო მოვლენების კომენტირებისას თქვა, რომ დასავლეთი უბრალოდ „გადაეჩვია კლასიკური დიპლომატიის გამოყენებას“, რაც „ერთმანეთისთვის ყურის გდებას, ერთმანეთის გაგებასა და ინტერესთა ბალანსის პოვნის უნარში“ გამოიხატება.

და თუ ჯო ბაიდენის გასაოცარი განცხადებები რუსეთის ლიდერის შესახებ ამერიკელი პრეზიდენტის ინდივიდუალური თავისებურებებით შეიძლება აიხსნას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ პროტოკოლის დარღვევა და ჩინეთის მიმართ ღია თავხედობა ორმხრივ შეხვედრაზე, სხვა არაფერია, თუ არა ვაშინგტონის გაცნობიერებული პოლიტიკა.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
მოსაზრება: ვინ „ამოძრავებს“ ჯო ბაიდენს

ვითარება ჩინეთისთვის მით უფრო უსიამოვნოა, რომ თეთრ სახლში ახალი პრეზიდენტის მოსვლაზე გარკვეულ იმედებს ამყარებდა — პეკინს იმედი ჰქონდა, რომ წინა პრეზიდენტის ანტიჩინური კურსი შერბილდებოდა მაინც. თანაც, თავად ჯო ბაიდენიც აცხადებდა, რომ პეკინთან ურთიერთობებში ტრამპისეულ კონფლიქტურობასა და „უკიდურეს კონკურენციაზე“ უარის თქმას აპირებდა. მაგრამ ვითარება ჯერჯერობით მხოლოდ უარესდება. თანაც თუ ტრამპი ძირითადად ეკონომიკურ სივრცეზე თამაშობდა, აწესებდა რა ჩინურ საქონელზე ახალ საბაჟო გადასახადებს, დემოკრატებმა ერთადერთი სწორი იდეოლოგიის ცხენები აღკაზმეს და ისევ ცდილობენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაკვეთილები მისცენ გარშემო ყველას.

ჩინეთს ბრალდებების ახალი ტალღა დაატყდა თავს, ყველაზე ძლიერი დარტყმა უიღურელთა თემაზე მოდის. პეკინიც ვალში არ რჩება და შედეგად ურთიერთსანქციების ახალი წრე იწყებს ფორმირებას — შტატებმა, ჩვეულების მიხედვით, ჩინეთის საპასუხო ქმედებები უსაფუძვლოდ შეაფასა. ამასთან ყველაზე მძიმე შედეგები შავ სიაში მოხვედრილ ოფიციალურ პირებს კი არა, არამედ იმ ბრენდებს ემუქრება, რომლებმაც ანტიჩინურ კამპანიას მხარი დაუჭირეს. H&M, Nike და Adidas გიგანტური ბაზრის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან.

მომავალი კლიმატური სამიტი ვაშინგტონისთვის კიდევ იმითაცაა ხელსაყრელი, რომ გარემოს დაცვა ლიბერალ–გლობალისტური იდეოლოგიის ფასეულობათა და შტამპების საბაზისო ნაკრებში შედის და ამით ოპონენტებზე გავლენის დამატებითი ბერკეტებით უზრუნველყოფს მას. შესაბამისად, ღონისძიებაში მიწვევით აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს, რუსეთისა და ჩინეთის ხელისუფლებები ყველა მხრივ წამგებიან სიტუაციაში ჩააყენოს.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
მოსაზრება: ევროკავშირი რუსეთსა და კორონავირუსს „წვრილმანი კბენებით“ ებრძვის

თუ პუტინი და სი კონფერენციას ყურადღების მიღმა დატოვებენ, მათ უპასუხისმგებლობაში, კაცობრიობისა და საკუთარი ქვეყნების ინეტერესების უგულებელყოფაში და იმავდროულად სილაჩრეში დაადანაშაულებენ: აქაოდა, ღონისძიებაში მონაწილეობა მარტო იმიტომ ვერ გაბედეს, რომ ის შეერთებული შტატების მიერაა ორგანიზებულიო.

ხოლო თუ რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები სამიტში მონაწილეობას მიიღებენ, ეჭვგარეშეა, ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი უპირატესობის წარმოსაჩენად და მოსკოვისა და პეკინისთვის რაღაც დამამცირებელი ვითარებების შესაქმნელადაც კი. ალასკაზე სკანდალური მოლაპარაკებების შემდეგ შტატების მხრიდან დიპლომატიური პროტოკოლის დაცვის იმედად ყოფნა შეუძლებელია, ხოლო ონლაინ–ფორმატი პირდაპირ ეთერში ვაშინგტონს, როგორც ორგანიზატორს, მით უმეტეს მისცემს არაერთი გამოხდომის შესაძლებლობას.

თუმცა აშშ-ს თავის ეშმაკურ გეგმაში ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გამორჩა: დასავლეთმა თავისი ბოლო ნაბიჯებით კიდევ მეტად განამტკიცა რუსეთისა და ჩინეთის კავშირი. სერგეი ლავროვის ამასწინანდელმა ვიზიტმა ჩინეთში ეს მაქსიმალურად აშკარად წარმოაჩინა.

ასე რომ, ვაშინგტონის ნებისმიერ ინტრიგასა და ხაფანგს რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად აღუდგებიან წინ, რამაც შეიძლება თავად ამერიკელებს შესთავაზოს უსიამოვნო სიურპრიზები.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0