კონფლიქტები, გლობალიზაცია და რწმენა - თბილისი მართლმადიდებლობის ასამბლეას მასპინძლობს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია მეორემ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების მიერ გლობალიზაციის პირობებში შექმნილი პრობლემების განხილვის მნიშვნელობაზე ისაუბრა

თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. თბილისს 23 ქვეყნის წარმომადგენლები მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სხდომაზე დასასწრებად ეწვივნენ.

ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ტრადიციების შენარჩუნებისკენ მოუწოდა >>

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში 20-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან და მათთან ერთად ვიმსჯელებთ საკითხებზე, რომლებიც ყველას გვაერთიანებს, თუ რა როლი შეუძლიათ შეასრულონ პარლამენტებმა თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში და მათი უკეთესობისკენ შეცვლაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ქართველი ხალხისთვის ქრისტიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში სამშობლოს სიყვარულსა და ეგოიზმის დაძლევაზე ისაუბრა

„ქრისტიანობა ქართველი ხალხისათვის არ იყო მხოლოდ რწმენა ან ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის საშუალება. ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართულ ხელოვნებას, ლიტერატურას, საზოგადოებრივ ფასეულობებს, ურთიერთობის კულტურას. ქრისტიანობით შთაგონებული ღირებულებები – შემწყნარებლობა, დათმენა, მიტევება, ადამიანის უფლებების პატივისცემა ის საფუძველია, რომელზეც დგას ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმაზეც ისაუბრა, რაც შეკრებილ საზოგადოებას აერთიანებს.

„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო რელიგია და კულტურული ტრადიციები, ხოლო ჩვენ, პარლამენტარებს, გვაერთიანებს ხალხის მიერ მოცემული მანდატი და ხალხზე ზრუნვის ვალდებულება. ვფიქრობ, ეს კარგი საფუძველია წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ.

შეკრებილ დელეგატებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართვა წაუკითხეს.

ილია მეორე: „ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს...“ >>

„გულითადად მოგესალმებით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეთ, მოგესალმებით უფლის დედის, – ყოვლადწმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყნის სახელით, იმ ქვეყნის სახელით, სადაც მაცხოვრის ნებითა და ღვთისმშობლის დავალებით ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში იქადაგა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა და დააარსა პირველი ეპარქიები და ეკლესია“, - ნათქვამია მიმართვაში.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის სიტყვებით, დღეს კაცობრიობა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.

„ძვირფასო სტუმრებო, თქვენც იმ ქვეყნების წარმომადგენლები ბრძანდებით, რომელთა წარსულიც ქრისტესთვის თავდადების მაგალითია, რომელთა კულტურა, აზროვნება და ცხოვრების წესი ქრისტიანობითაა განმსჭვალული. დღეს, მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში, ჩვენ ყველანი და, ზოგადად, კაცობრიობა მრავალი საერთო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასებების მოსმენა თანამედროვე ტენდენციებზე, თქვენეული ანალიზი გამოწვევების თაობაზე და ხედვა მომავლისა“, – ნათქვამია მიმართვაში.

დამსწრეთ ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმაც მიმართა.

ილია მეორე: დღეს ყოველმა ჩვენგანმა თავის ახლობლებს სიხარული უნდა მიანიჭოს >>

„მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო სულიერ, კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობებს. ჩვენი ასამბლეა ტარდება გარკვეულწილად რთულ ვითარებაში. შეიარაღებული კონფლიქტები, ეკოლოგიური და ტერორისტული საფრთხეები რეალური გახდა, ისევე როგორც რეალური გახდა განხეთქილების შეტანა ჩვენს მართლმადიდებლურ სამყაროში“, - განაცხადა გავრილოვმა.

მაგრამ, მისი სიტყვებით, იარების მოშუშება, რომლებიც კონფლიქტებმა დაგვიტოვა, შესაძლებელია.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ადამიანში ლოცვის შედეგად ფერიცვალება ხდება

„ამ პირობებში ეფექტურია დიალოგი ქრისტიანულ-ძმური სიყვარულის პოზიციიდან, და ძალის პოზიციიდან ან ულტიმატუმისა თუ სანქციების ენით საუბარი არაეფექტურია. ჩვენ ვიცით, როგორ უძნელდება თითოეულ ადამიანს, იცხოვროს ნამდვილი ქრისტიანივით, მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ სხვადასხვა კონფლიქტში მიღებული იარების მოშუშებას და მართლმადიდებლური სამყაროს აღმშენებლობას“, - ხაზგასმით აღნიშნა გავრილოვმა.

საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თბილისში 22 ივნისამდე გასტანს. სესიაზე ძირითადი მუშაობა 20 ივნისს დაიწყება, როდესაც მონაწილეები ასამბლეის საქმიანობას განიხილავენ და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ. მომდევნო დღეს დელეგატები ახალ პროექტებზე იმსჯელებენ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდებიან.

სესიის მუშაობა კახეთის რეგიონში სტუმრობით დასრულდება.

ილია მეორე: ჩვენ უნდა შევიგრძნოთ ჩვენი უარყოფითი მხარეები >>

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 1993 წელს საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა. საბერძნეთთან ერთად ასამბლეის ხელმძღვანელის როლი რუსეთსაც ეკუთვნის. ასამბლეის შტაბბინა ათენში მდებარეობს.

დღესდღეობით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობენ 25 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების დელეგაციები, მათ შორის, საქართველო, სომხეთი, რუსეთი, აშშ, პოლონეთი, უკრაინა, იორდანია და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0