20:46 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ტრადიციების შენარჩუნებისკენ მოუწოდა

© photo: Mamuka Bakhtadze / FB
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (61)
17630

ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, ბრძანა პატრიარქმა

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას მრევლს მოუწოდა შეინარჩუნოს ის სიწმინდე და ტრადიციები, რომელიც წინაპრებისთვის იყო დამახასიათებელი.

კვირას კათოლიკოს-პატრიარქმა სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინა. მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობის, სულიწმინდის გარდამოსვლის დღესასწაულს უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღნიშნავს.

„დღეს კაცობრიობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას... ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ეს სიწმინდე, ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი. ღვთისმშობლის შუამდგომლობით ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ“, - ბრძანა ილია მეორემ ქადაგებისას.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თქმით, ადამიანს ცხოვრების გზაზე ბევრი განსაცდელი ხვდება.

„განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს“, - ბრძანა პატრიარქმა.

შსს: თბილისში აქციებზე 28 ადამიანი დააკავეს >>

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვაზე ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა.

„ლგბტ-პრაიდის კვირეული“ საქართველოს დედაქალაქში 18-23 ივნისს არის დანიშნული. ამ ღონისძიებების ორგანიზატორია „თბილისი პრაიდი“. პარასკევს საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას არ დაუშვას გეი-პრაიდის ჩატარება თბილისში. იმავე დღეს ლგბტ-საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ და საპატრიარქოს განცხადება გააპროტესტეს. პარალელურად ჩატარდა კონტრაქცია.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (61)

მთავარი თემები