ილია მეორე: დღეს ყოველმა ჩვენგანმა თავის ახლობლებს სიხარული უნდა მიანიჭოს

© Sputnik / Alex Shlamovილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს ზეიმობს

თბილისი, 7  აპრილი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა და ყველა მორწმუნეს ხარების დღესასწაული მიულოცა.

ხარების ხატი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 7 აპრილი

„ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ეს არის ისეთი დიდი დღესასწაული, ხალხი ამბობს, რომ ფრინველიც, ჩიტიც ბუდეს არ იკეთებს, ადიდებს ღმერთს. დღეს ზეიმია სიყვარულისა და ყოველმა ჩვენგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს“, - ბრძანა ილია მეორემ.

ღვთისმშობლის ხარება — ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 7 აპრილს (ძველი სტილით 25 მარტს) აღნიშნავს — ქრისტეშობამდე 9 თვით ადრე. უდიდეს საუფლო დღესასწაულს ეწოდება ხარება, რადგან ამ დღეს არამხოლოდ ყოვლადწმიდა მარიამს, არამედ მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გასწირა და მისი ეშმაკის მონობისაგან გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი, „თავი ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნითგან დამალულისა საიდუმლოჲსა“.

აღსანიშნავია, რომ XI საუკუნეში ხარება მცხეთის კურთხევის დღედ დადგინდა. პატრიარქის ინიციატივით, ეს ტრადიცია ოთხი წლის აღადგინეს. ახლა 7 აპრილს მცხეთაში ყოველ წელს იმართება ეკლესიური მსვლელობა, რა დროსაც ქალაქის ქუჩებს წმინდა წყლით აპკურებენ.

ყველა ახალი ამბავი
0