ილია მეორე: „ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს...“

გამოწერა
თავისუფლებამ მიიღო საოცარი ფორმა, მაგრამ პატრიარქი იმედოვნებს, რომ ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიიჩნევს, რომ საქართველო რთულ პერიოდს განიცდის, და იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი ამ გამოცდას გაუძლებს.

საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ შეახსენა მრევლს, რომ ორი კვირის შემდეგ მართლმადიდებლები აღნიშნავენ ქრისტეს აღდგომას, ხოლო დღეს მართლმადიდებლური სამყარო იხსენებს მარიამ მეგვიპტელს, რომელის თავიდან თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობდა, შემდეგ კი სინანულით განიწმინდა და დაემსგავსა ანგელოზს.

სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატული პანო საზეიმოდ გახსნა >>

„იმდენად მაღალი იყო მისი სულიერი ცხოვრება, რომ ის ფეხით გადადიოდა მდინარეზე, როგორც დედამიწაზე. შევთხოვთ წმინდა მარიამ მეგვიპტელს, რომ მოგვცეს მშვიდობა, მოთმინება. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს", - ბრძანა პატრიარქმა.

მარიამ მეგვიპტელი მეხუთე საუკუნის შუა პერიოდსა და მეექვსე საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. როდესაც ის 12 წლის გახდა, სახლიდან წავიდა და 17 წლის განმავლობაში ცოდვაში ცხოვრობდა, სანამ უფალმა ის სინანულისკენ არ მოაქცია.

დედაენის ძეგლი სანაპიროზე - Sputnik საქართველო
საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს

ერთხელ, როდესაც მარიამი მომლოცველებთან ერთად მიემართებოდა ქრისტეს აღდგომის ტაძრისკენ, უხილავმა ხელმა ის შესასვლელთან გააჩერა და ტაძარში არ შეუშვა. ღრმა სინანულში ჩავარდნილმა მან უფალს ცოდვების მიტევება შესთხოვა და თავისი ცხოვრების გამოსწორება აღუთქვა. როდესაც მან სულიერი განწმენდა იგრძნო, შეუფერხებლად შევიდა ტაძარში, მთელი გულით იტირა უფლის საფლავთან და ტაძრიდან გამოსული სრულიად სხვა ადამიანად იქცა.

იერუსალიმიდან ის უკაცრიელ იორდანეს უდაბნოს შეაფარა თავი, სადაც ნახევარი საუკუნე სრულ მარტოობაში, ლოცვასა და მარხვაში გაატარა. მარიამის სიწმინდითა და გამჭრიახობით იყო გაოცებული ბერი ზოსიმე, რომელიც იორდანეს მონასტერში ცხოვრობდა. ერთხელ მან იხილა, რომ მარიამი ლოცვისას ამაღლდა, სხვა დროს კი ის მდინარე იორდანზე, თითქოს ხმელეთზე მოსიარულე დაინახა.

ილია მეორე: ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება >>

ერთი წლის შემდეგ ზოსიმე წავიდა უდაბნოში და მარიამი აზიარა. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ცოცხალს ვერ მიუსწრო. მან წმინდანის ნეშტი უდაბნოში ლომის დახმარებით დაკრძალა, რომელმაც მისი ჩასასვენებელი ორმო საკუთარი თათებით ამოთხარა. ეს დაახლოებით 521 წელს მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0