საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს

© Sputnik / Alexander Imedashviliდედაენის ძეგლი სანაპიროზე
დედაენის ძეგლი სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართული საზეიმო ღონისძიებები ყველა თაობის წარმომადგენელს გაახარებს

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ქართული ენის დღეს თბილისში აღნიშნავენ გამოფენებით, კონცერტებით და სხვა გასართობი ღონისძიებებით.

ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 40 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები შედგა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფოს სტატუსი შეინარჩუნა.

ქართველმა მეცნიერებმა დაღესტანში ნაპოვნი უძველესი ქართული ხელნაწერი გაშიფრეს >>

ქართულ ენას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში არამეული და ბერძნული დამწერლობის ზეგავლენის შედეგად გაჩნდა.

ქართული ალფავიტი - Sputnik საქართველო
ქართული ანბანი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა ძველქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან - ნუსხური დამწერლობა (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან - მხედრული (სამოქალაქო) დამწერლობა.

ქართულ ენაზე დაწერილი უძველესი ნაწარმოები - იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ 476 წლით თარიღდება.

სადღესასწაულო ღონისძიებები

ქართული ენის დღის ფარგლებში თბილისში გაიმართება ერთდღიანი ფესტივალი „GAUზიარე 33 ემოცია".

ფესტივალი 11:00 საათზე დედაქალაქის ცენტრში სიმბოლური მსვლელობით გაიხსნება - რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე. მსვლელობის მონაწილეები ჰაერში გაუშვებენ ჰელიუმის ბუშტებს, რომლებზეც დატანილი იქნება ქართული ასოები.

13:00 საათიდან 19:00 საათამდე ფესტივალი მწერალთა სახლში გაგრძელდება. ფესტივალის პროგრამაშია ანსამბლი „რუსთავის“ გამოსვლა, დავით ევგენიძის კონცერტი, საჯარო ლექციები ქართული ენის შესახებ: პოეტი რატი ამაღლობელი, მწერალი დათო ტურაშვილი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე. პროგრამაშია ასევე ანთოლოგიის „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ პრეზენტაცია და სპეციალური ფასდაკლება წიგნზე, თემატური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: სამყარომ კავკასიის შესახებ საქართველოსგან უნდა შეიტყოს

დღესასწაულის ძირითადი ნაწილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 13:00-დან 18:00 საათამდე ჩატარდება .

უნივერსიტეტის ბაღში მთელი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი შემეცნებითი ინსტალაციების ნახვა. 

ცენტრალურ ფოიეში გაიმართება ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნა. ასევე დაგეგმილია გამოფენის გახსნა სახელწოდებით „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“, რომლის ორგანიზატორია უნივერსიტეტი კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად.

საღამოსთვის, 17:00 საათზე, უნივერსიტეტის ბაღში დაგეგმილია ნიაზ დიასამიძის და ჯგუფის „33ა“ კონცერტი.

კარგი სიახლეები ქართული დიასპორისთვის – პრეზიდენტმა ახალ პროექტებზე ისაუბრა >>

გვიან საღამოს ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც 20:00 საათზე თბილისის საკრებულოს შენობის ფასადზე იქნება ნაჩვენები 3D ინსტალაცია „ქართული ხელნაწერები“.

ღონისძიებების დეტალური პროგრამის გაცნობა შესაძლებელია აქ. დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0