ნინო გოცაძე

ბოტანიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასისიტენტ - პროფესორი, ტრენერი. დაიბადა 1978 წლი 16 თებერვალს, ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის 123-ე საშუალო სკოლა. 1995-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 2006 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, 2007 წელს - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2003-2015 წლებში გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო და 2 საგაზეთო სტატია, 2 საჟურნალო სტატია, 3 ბროშურა, 1 წიგნი ბოტანიკის, ბიომრავალფეროვნების და გარემოს დაცვის მიმართულებით. ამჟამად მუშაობს წიგნებზე - „საქართველოში გავრცელებული მარცვლეული კულტურები და მათი მნიშვნელობა ქართველთა კვების რაციონსა და ტრადიციულ რიტუალურ წეს-ჩვეულებებში“; და „იმერეთის მეგზური“ - სადაც აღწერილი იქნება იმერეთის ყველა ღირსშესანიშნაობა, საკულტო ძეგლები, იმერეთის კულტურული ცხოვრების ისტორია, გამოჩენილი ადამიანები, ფლორა-ფაუნის იშვიათი სახეობები და სხვა საინტერესო ცნობები.
ნინო გოცაძე - Sputnik საქართველო
137 მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0