https://sputnik-georgia.com/20211106/ester-janashvili-261839601.html
პირველ სამშობლოსთან სულიერი კავშირის შესანარჩუნებლად-სივრცე, რომელიც „ხელოვნებით სუნთქავს“
პირველ სამშობლოსთან სულიერი კავშირის შესანარჩუნებლად-სივრცე, რომელიც „ხელოვნებით სუნთქავს“
Sputnik საქართველო
„ხელოვნება ჩემთვის პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. დავაკვირდი, როდესაც რაღაც მაქვს სათქმელი, რაღაცას ვაპროტესტებ, ყოველთვის მაშინ გამირბის ხოლმე ხელი... 06.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-06T13:15+0400
2021-11-06T13:15+0400
2021-12-07T14:30+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261810902_0:26:2000:1151_1920x0_80_0_0_6de40e9413e4b61cf5eb564078477c71.jpg
დღევანდელი მისი საქმიანობა ხელოვნებისგან საკმაოდ შორსაა. როდესაც მიხვდა, რომ სულიერ შიმშილს განიცდიდა, გამოსავალზე ფიქრი დაიწყო. ერთ დღეს, მეუღლესთან ერთად, სოციალურ ქსელში შექმნა სახელოვნებო ჯგუფი - „პარნასი“, რომელიც მალევე გადაიქცა საერთო სივრცედ მათთვის, ვისაც უყვარს ლიტერატურა, ხელოვნება და ვისთვისაც მარადიული ფასეულობები ყველა სხვა დანარჩენზე მნიშვნელოვანია...- ქალბატონო ესთერ, საკუთარ პოსტებს ხშირად იწყებთ სიტყვებით: დილა მშვიდობის, საქართველო! დღეს საიდან იწყება თქვენთვის საქართველო?- ჩემთვის საქართველო ყოველთვის ჩემი ოჯახიდან იწყებოდა. გავიზარდე ძალიან პატრიოტულ ოჯახში და ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ორი ქვეყნის სამსახური იყო ჩემი მოვალეობა. თუ საქართველოში ცხოვრებისას, ვცდილობდი ებრაულ თემს წავდგომოდი რამეში, ახლა ვცდილობ, რომ ქართულ დიასპორასთან მქონდეს მჭიდრო კავშირი. არ დავკარგო და არ გავწყვიტო კავშირი ჩემს პირველ სამშობლოსთან, საქართველოსთან... ბავშვობა თბილისის გარეუბანში, დიდ დიღომში მაქვს გატარებული. ჩვენს მეზობლებთან და მეგობრებთან დღემდე გვაქვს კავშირი. თბილისი ძალიან გვიყვარს და ცხადია, იქ დაბრუნებაც გვინდა, მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენი 14 წლის ქალიშვილია ჩვენი ოჯახის პრიორიტეტი და მისი სწავლის გამო, ამას ვერ ვახერხებთ. როცა დრო მოვა, ჩემსბავშვობას ტილოზე აუცილებლად გამოვსახავ, თუ როგორ, ეს ჯერ არ ვიცი...- ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებაში მთავარი გასწავლეს და ვისთან შეხვედრასაც გამართლებად თვლით?- პირველ რიგში, მინდა ვახსენო-ქალბატონი მარინა ბერიძე, რომელიც ჩემი პირველი მასწავლებელი იყო. მან ცხოვრების უმთავრესი გაკვეთილი ჩამიტარა და მასწავლა, რომ ადამიანები ცდებიან და ეს სირცხვილი სულაც არ არის. მან ჩაგვინერგა ისიც, რომ მასწავლებელი შეიძლება შეცდეს, რადგან ისიც ადამიანია. ეს გენიალური აღმოჩენა ძალიან პატარებს გაგვაკეთებინა და ვფიქრობ, ბევრი კომპლექსი სწორედ ასეთი ჯანსაღი მიდგომის გამო მომეხსნა. მინდა ვახსენო ბატონი ნოდარ თოფურია, უნიჭიერესი, გენიალური მოქანდაკე, რომლის მსგავსიც დღეს, ფაქტობრივად, არავინაა! მისი შემოქმედება აუცილებლად მიიქცევს ნამდვილი ხელოვნების დამფასებლების ყურადღებას. მისი სრულიად უანალოგო და გენიალური ნამუშევრები, მჯერა, ოდესმე აუცილებლად იხილავს მზის სინათლეს. ჩემმა ნონომ, ასე ვახსნებ მას სიყვარულით, მასწავლა ის, რომ ყველაზე დიდი ხელოვნება კარგ ადამიანად ყოფნაა და თუ ამას ვერ შევძლებ, სულ რომ შედევრები შევქმნა, ვერასოდეს დაიმსახურებ გარშემომყოფთა გულწრფელ სიყვარულს. მინდა ვახსენო ქალბატონი ეკა ქოიავაც, ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი, რომელთანაც დღემდე თბილი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. სხვათა შორის, ის არაჩვეულებრივი მოქანდაკე და მხატვარია, რომლის წარმატებითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ვთვლი, რომ ამ სამ ადამიანთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების უდიდესი გამართლებაა...- ხელოვნება რისი საშუალებაა თქვენთვის?- ხელოვნება ჩემთვის პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა.დავაკვირდი, როდესაც რაღაც მაქვს სათქმელი, რაღაცას ვაპროტესტებ, მაშინ ყოველთვის გამირბის ხოლმე ხელი ფუნჯისკენ. ეს პროცესი ძალიან მეხმარება იმაში, რომ ემოციებისგან დავიცალო, გავთავისუფლდე და თავი უკეთ ვიგრძნო. ესთეტიკური ტკბობის გარდა, ხელოვნება ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაშიც ეხმარება. ამ დროს ქვეცნობიერი აქტიურდება და ტილოზე გადმოდის ყველაფერი, რასაც ავტორი გრძნობს და განიცდის.- რომელი მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე გამორჩეულ ფერწერულ ნამუშევრად?- გულწრფელად ვამბობ: ჩემი მთავარი ტილო ჯერ არ დამიხატავს! ხშირად მესიზმრება ხოლმე, თუ როგორი იქნება, როგორი უნდა იყოს ის. ახლა რასაც ვხატავ, იმას ფაქტობრივად, ხელის ვარჯიში უფრო ჰქვია, ვიდრე დასრულებული ნამუშევარი. მომავალში ვგეგმავ, რომ დავუბრუნდე ჩემს უმთავრეს პროფესიას. ჯერჯერობით, საკუთარი თავი უფრო კარგ ხელოვნებათმცოდნედ მიმაჩნია, ვიდრე კარგ მხატვრად. საერთოდ, ჩემს ოჯახზე უფრო ძვირფასი და წარმატებული მართლა არაფერი შემიქმნია და ეჭვი მაქვს, ვერც შევქმნი...- ისტორიულ სამშობლოში თქვენი ასვლის დღე როგორ გახსენდებათ?- რომ არ მოგატყუოთ, ძალიან ცუდად მახსენდება... ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდი. ბაჩოს, ჩემს მეუღლეს ომში მოხალისედ უნდოდა წასვლა, მაგრამ არ წაიყვანეს. შემდგომი პროცესების აუტანლობის, პროტესტის, თუ არ ვიცი, რა დავარქვა იმ გრძნობას, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ყელში გაჩხერილ ბურთს მახსენებს ის, რის გამოც საქართველო დავტოვეთ...- ამბავი, რომელსაც ყველაზე ხშირად „უბრუნდებით“ ...- არის ასეთი ამბავი, რომელიც ჩემს მეუღლეს უკავშირდება. ჩვენ ძალიან პატარა ასაკში დავვოჯახდით და ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ჩვენი გაპარვის ამბავს. ჩვენი სპონტანური ქორწინება- ჩემთვის დღემდე რჩება ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად. მიყვარს ეს ისტორია და ხშირად ვმოგზაურობ წარსულში, ვუბრუნდები იმ დროს, როდესაც 18 წლისას უნდა მიმეღო ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება. საკუთარ თავს ვემადლიერები იმაში, რომ ასე პატარას, კონსერვატიულ ოჯახში გაზრდილს, ამხელა გამბედაობა აღმომაჩნდა.- დღევანდელი გადასახედიდან გაირკვა, რომ თურმე, „ბნელ“ 90-იანებსაც ახალდა ნათელი მომენტები...- უთუოდ ახლდა...ბავშვობაში არ გვქონდა არაფერი ის, რაც ახლა ჩვენს შვილებს აქვთ, მაგრამ იყო ბევრი რამ, რითიც ძვირფასია ცხოვრება: ნამდვილი, თბილისური სამეზობლო, სამეგობრო, წითელ „კერასინკაზე" მოთუხთუხებული მურაბიანი ჩაი ბავშვებისთვის, დიდებისთვის-ყავა, რომლის სურნელი დღესაც მახსოვს. მახსოვს ჩემზე სულ რაღაც ერთი წლით „უფროსები" თავს რომ არ მიყადრებდნენ და ჩვენთან, „ბაჭაჭყანებთან" საქმეს არ იჭერდნენ. მაშინ დიდი გმირობა იყო დახეული ჯინსებით სიარული, რადგან მასობრივად არ ეცვათ. ჩემი და კი სწორედ ასეთი ჯინსით დააბოტებდა 90-იანებში, მისი დაქალი- „რაგატკით". მახსოვს ჭიაკოკონობები, კიდევ ფარეხებში მოწყობილი შტაბები. გვიყვარდა ყველაფერი, რასაც გვიკრძალავდნენ და ვერ ვიტანდით იმას, რაც აუცილებლად გასაკეთებელი იყო...- დღევანდელ ქართველებს რას ეტყოდით, როგორ მიმართავდით „პარნასიდან“?-„პარნასი" ჩემი და ჩემი მეუღლის, ბაჩო ჯანაშვილის მიერ შექმნილი, დახურული სახელოვნებო ფეისბუქ-ჯგუფია, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია პოლიტიკისგან და მხოლოდ ხელოვნებით სუნთქავს. ჩვენთან ერთ დიდ, მეგობრულ ოჯახად ვართ ყველანი გაერთიანებული. ეს ის სივრცეა, სადაც ვაფარებ ხოლმე თავს, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ხელოვნების ნაკლებობას ვგრძნობ. არ მიმაჩნია, რომ უფლება მაქვს ვინმეს ,,პარნასიდან" მივმართო, ვინაიდან ეს არის ადგილი, რომელიც ყველა მის წევრს ერთნაირად ეკუთვნის. ჩემი სახელით კი ქართველებს ვეტყოდი: ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ და მგონი, მოვიდა დრო, რომ ერთმანეთის აზრის პატივისცემა ვისწავლოთ. ჩვენს ცხოვრებაში სიძულვილის ადგილი აღარ უნდა იყოს. ერთმანეთი შევიყვაროთ, ქართველებო!- მგონი, ახლა ესაა ყველაზე მთავარი...
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ნინო გოცაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24479/07/244790718_0:-1:660:660_100x100_80_0_0_7fcab5beb8ade22c33caabf3fc011b5b.jpg
ნინო გოცაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24479/07/244790718_0:-1:660:660_100x100_80_0_0_7fcab5beb8ade22c33caabf3fc011b5b.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261810902_0:0:2000:1501_1920x0_80_0_0_f699b715ffaa197128fba32907b4b389.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნინო გოცაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24479/07/244790718_0:-1:660:660_100x100_80_0_0_7fcab5beb8ade22c33caabf3fc011b5b.jpg
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
პირველ სამშობლოსთან სულიერი კავშირის შესანარჩუნებლად-სივრცე, რომელიც „ხელოვნებით სუნთქავს“
13:15 06.11.2021 (განახლებულია: 14:30 07.12.2021) „ხელოვნება ჩემთვის პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. დავაკვირდი, როდესაც რაღაც მაქვს სათქმელი, რაღაცას ვაპროტესტებ, ყოველთვის მაშინ გამირბის ხოლმე ხელი ფუნჯისკენ“-ამბობს ისრაელში მცხოვრები მხატვარი, მოქანდაკე და ხელოვნებათმცოდნე ესთერ ჯანაშვილი.
დღევანდელი მისი საქმიანობა ხელოვნებისგან საკმაოდ შორსაა. როდესაც მიხვდა, რომ სულიერ შიმშილს განიცდიდა, გამოსავალზე ფიქრი დაიწყო. ერთ დღეს, მეუღლესთან ერთად, სოციალურ ქსელში შექმნა სახელოვნებო ჯგუფი - „პარნასი“, რომელიც მალევე გადაიქცა საერთო სივრცედ მათთვის, ვისაც უყვარს ლიტერატურა, ხელოვნება და ვისთვისაც მარადიული ფასეულობები ყველა სხვა დანარჩენზე მნიშვნელოვანია...
- ქალბატონო ესთერ, საკუთარ პოსტებს ხშირად იწყებთ სიტყვებით: დილა მშვიდობის, საქართველო! დღეს საიდან იწყება თქვენთვის საქართველო?
- ჩემთვის საქართველო ყოველთვის ჩემი ოჯახიდან იწყებოდა. გავიზარდე ძალიან პატრიოტულ ოჯახში და ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ორი ქვეყნის სამსახური იყო ჩემი მოვალეობა. თუ საქართველოში ცხოვრებისას, ვცდილობდი ებრაულ თემს წავდგომოდი რამეში, ახლა ვცდილობ, რომ ქართულ დიასპორასთან მქონდეს მჭიდრო კავშირი. არ დავკარგო და არ გავწყვიტო კავშირი ჩემს პირველ სამშობლოსთან, საქართველოსთან... ბავშვობა თბილისის გარეუბანში, დიდ დიღომში მაქვს გატარებული. ჩვენს მეზობლებთან და მეგობრებთან დღემდე გვაქვს კავშირი. თბილისი ძალიან გვიყვარს და ცხადია, იქ დაბრუნებაც გვინდა, მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენი 14 წლის ქალიშვილია ჩვენი ოჯახის პრიორიტეტი და მისი სწავლის გამო, ამას ვერ ვახერხებთ. როცა დრო მოვა, ჩემსბავშვობას ტილოზე აუცილებლად გამოვსახავ, თუ როგორ, ეს ჯერ არ ვიცი...
- ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებაში მთავარი გასწავლეს და ვისთან შეხვედრასაც გამართლებად თვლით?
- პირველ რიგში, მინდა ვახსენო-ქალბატონი მარინა ბერიძე, რომელიც ჩემი პირველი მასწავლებელი იყო. მან ცხოვრების უმთავრესი გაკვეთილი ჩამიტარა და მასწავლა, რომ ადამიანები ცდებიან და ეს სირცხვილი სულაც არ არის. მან ჩაგვინერგა ისიც, რომ მასწავლებელი შეიძლება შეცდეს, რადგან ისიც ადამიანია. ეს გენიალური აღმოჩენა ძალიან პატარებს გაგვაკეთებინა და ვფიქრობ, ბევრი კომპლექსი სწორედ ასეთი ჯანსაღი მიდგომის გამო მომეხსნა. მინდა ვახსენო ბატონი ნოდარ თოფურია, უნიჭიერესი, გენიალური მოქანდაკე, რომლის მსგავსიც დღეს, ფაქტობრივად, არავინაა! მისი შემოქმედება აუცილებლად მიიქცევს ნამდვილი ხელოვნების დამფასებლების ყურადღებას. მისი სრულიად უანალოგო და გენიალური ნამუშევრები, მჯერა, ოდესმე აუცილებლად იხილავს მზის სინათლეს. ჩემმა ნონომ, ასე ვახსნებ მას სიყვარულით, მასწავლა ის, რომ ყველაზე დიდი ხელოვნება კარგ ადამიანად ყოფნაა და თუ ამას ვერ შევძლებ, სულ რომ შედევრები შევქმნა, ვერასოდეს დაიმსახურებ გარშემომყოფთა გულწრფელ სიყვარულს. მინდა ვახსენო ქალბატონი ეკა ქოიავაც, ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი, რომელთანაც დღემდე თბილი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. სხვათა შორის, ის არაჩვეულებრივი მოქანდაკე და მხატვარია, რომლის წარმატებითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ვთვლი, რომ ამ სამ ადამიანთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების უდიდესი გამართლებაა...
- ხელოვნება რისი საშუალებაა თქვენთვის?
- ხელოვნება ჩემთვის პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა.დავაკვირდი, როდესაც რაღაც მაქვს სათქმელი, რაღაცას ვაპროტესტებ, მაშინ ყოველთვის გამირბის ხოლმე ხელი ფუნჯისკენ. ეს პროცესი ძალიან მეხმარება იმაში, რომ ემოციებისგან დავიცალო, გავთავისუფლდე და თავი უკეთ ვიგრძნო. ესთეტიკური ტკბობის გარდა, ხელოვნება ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაშიც ეხმარება. ამ დროს ქვეცნობიერი აქტიურდება და ტილოზე გადმოდის ყველაფერი, რასაც ავტორი გრძნობს და განიცდის.
- რომელი მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე გამორჩეულ ფერწერულ ნამუშევრად?
- გულწრფელად ვამბობ: ჩემი მთავარი ტილო ჯერ არ დამიხატავს! ხშირად მესიზმრება ხოლმე, თუ როგორი იქნება, როგორი უნდა იყოს ის. ახლა რასაც ვხატავ, იმას ფაქტობრივად, ხელის ვარჯიში უფრო ჰქვია, ვიდრე დასრულებული ნამუშევარი. მომავალში ვგეგმავ, რომ დავუბრუნდე ჩემს უმთავრეს პროფესიას. ჯერჯერობით, საკუთარი თავი უფრო კარგ ხელოვნებათმცოდნედ მიმაჩნია, ვიდრე კარგ მხატვრად. საერთოდ, ჩემს ოჯახზე უფრო ძვირფასი და წარმატებული მართლა არაფერი შემიქმნია და ეჭვი მაქვს, ვერც შევქმნი...
- ისტორიულ სამშობლოში თქვენი ასვლის დღე როგორ გახსენდებათ?
- რომ არ მოგატყუოთ, ძალიან ცუდად მახსენდება... ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდი. ბაჩოს, ჩემს მეუღლეს ომში მოხალისედ უნდოდა წასვლა, მაგრამ არ წაიყვანეს. შემდგომი პროცესების აუტანლობის, პროტესტის, თუ არ ვიცი, რა დავარქვა იმ გრძნობას, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ყელში გაჩხერილ ბურთს მახსენებს ის, რის გამოც საქართველო დავტოვეთ...
- ამბავი, რომელსაც ყველაზე ხშირად „უბრუნდებით“ ...
- არის ასეთი ამბავი, რომელიც ჩემს მეუღლეს უკავშირდება. ჩვენ ძალიან პატარა ასაკში დავვოჯახდით და ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ჩვენი გაპარვის ამბავს. ჩვენი სპონტანური ქორწინება- ჩემთვის დღემდე რჩება ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად. მიყვარს ეს ისტორია და ხშირად ვმოგზაურობ წარსულში, ვუბრუნდები იმ დროს, როდესაც 18 წლისას უნდა მიმეღო ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება. საკუთარ თავს ვემადლიერები იმაში, რომ ასე პატარას, კონსერვატიულ ოჯახში გაზრდილს, ამხელა გამბედაობა აღმომაჩნდა.
- დღევანდელი გადასახედიდან გაირკვა, რომ თურმე, „ბნელ“ 90-იანებსაც ახალდა ნათელი მომენტები...
- უთუოდ ახლდა...ბავშვობაში არ გვქონდა არაფერი ის, რაც ახლა ჩვენს შვილებს აქვთ, მაგრამ იყო ბევრი რამ, რითიც ძვირფასია ცხოვრება: ნამდვილი, თბილისური სამეზობლო, სამეგობრო, წითელ „კერასინკაზე" მოთუხთუხებული მურაბიანი ჩაი ბავშვებისთვის, დიდებისთვის-ყავა, რომლის სურნელი დღესაც მახსოვს. მახსოვს ჩემზე სულ რაღაც ერთი წლით „უფროსები" თავს რომ არ მიყადრებდნენ და ჩვენთან, „ბაჭაჭყანებთან" საქმეს არ იჭერდნენ. მაშინ დიდი გმირობა იყო დახეული ჯინსებით სიარული, რადგან მასობრივად არ ეცვათ. ჩემი და კი სწორედ ასეთი ჯინსით დააბოტებდა 90-იანებში, მისი დაქალი- „რაგატკით". მახსოვს ჭიაკოკონობები, კიდევ ფარეხებში მოწყობილი შტაბები. გვიყვარდა ყველაფერი, რასაც გვიკრძალავდნენ და ვერ ვიტანდით იმას, რაც აუცილებლად გასაკეთებელი იყო...
- დღევანდელ ქართველებს რას ეტყოდით, როგორ მიმართავდით „პარნასიდან“?
-„პარნასი" ჩემი და ჩემი მეუღლის, ბაჩო ჯანაშვილის მიერ შექმნილი, დახურული სახელოვნებო ფეისბუქ-ჯგუფია, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია პოლიტიკისგან და მხოლოდ ხელოვნებით სუნთქავს. ჩვენთან ერთ დიდ, მეგობრულ ოჯახად ვართ ყველანი გაერთიანებული. ეს ის სივრცეა, სადაც ვაფარებ ხოლმე თავს, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ხელოვნების ნაკლებობას ვგრძნობ. არ მიმაჩნია, რომ უფლება მაქვს ვინმეს ,,პარნასიდან" მივმართო, ვინაიდან ეს არის ადგილი, რომელიც ყველა მის წევრს ერთნაირად ეკუთვნის. ჩემი სახელით კი ქართველებს ვეტყოდი: ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ და მგონი, მოვიდა დრო, რომ ერთმანეთის აზრის პატივისცემა ვისწავლოთ. ჩვენს ცხოვრებაში სიძულვილის ადგილი აღარ უნდა იყოს. ერთმანეთი შევიყვაროთ, ქართველებო!- მგონი, ახლა ესაა ყველაზე მთავარი...