ვირუსები რომ ვერ მოგვერიოს: სამკურნალო ბალზამები და ნაყენები

გამოწერა
წინ შემოდგომის ცივი თვე და გრძელი ზამთარი გველოდება ვირუსული ინფექციებითა და გაციებით. ასეთ დროს განსაკუთრებით აქტუალური ხდება მწვანე აფთიაქი, რომელიც ორგანიზმის იმუნიტეტს ამაღლებს, მას სასიცოცხლო ენერგიით ავსებს და ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება.

შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე იმუნიტეტის გასაძლიერებლად და გრიპსა და სხვა ვირუსებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ დიდგულას და ძირტკბილას ბალზამი, რომელიც არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, ენერგიით ავსებს ორგანიზმს და ამცირებს გაციების და გრიპის ხანგრძლივობას.

CC BY 2.0 / Flickr / Sterling College / Herbalism Intensive_0925სამკურნალო ნაყენის დამზადება
ვირუსები რომ ვერ მოგვერიოს: სამკურნალო ბალზამები და ნაყენები - Sputnik საქართველო
სამკურნალო ნაყენის დამზადება

სამკურნალო ბალზამისთვის დაგჭირდებათ:

25 გრამი დიდგულას ყვავილები; 

25 გრამი ექინაცეას ფესვი (დაქუცმაცებული);

10 გრამი კოჭა (გახეხილი);

10 გრამი დარიჩინი (დამტვრეული);

20 გრამი პიტნა;

400 მლ კარგი არაყი.

მცენარეები ჩაყარეთ მინის ქილაში, დაასხით არაყი, თავი მჭიდროდ დაახურეთ, რამდენჯერმე კარგად შეანჯღრიეთ და დადგით ბნელ ადგილზე 3 კვირით. ნარევი დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ. 3 კვირის შემდეგ გადაწურეთ დოლბანდში, გადაიტანეთ მინის ქილაში და სამკურნალო ბალზამიც მზადაა.

მიღება დაიწყეთ 5 წვეთით. ყოველდღე თითო წვეთი დაუმატეთ, სანამ დოზა 1 ჩაის კოვზამდე არ გაიზრდება. მიიღეთ დღეში 2-3 ჯერ.

ეს ბალზამი ინახება 6 თვის მანძილზე. არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის.

უფრო მდიდარი და არომატული ბალზამის სხვა რეცეპტი ასეთია:

20 გრამი ნედლი კოჭა (წვრილად დაჭრილი);

80 გრამი ექინაცეას ფესვი (წვრილად დაჭრილი);

20 გრამი ბეგქონდარა;

2 კბილი ნიორი (სურვილის მიხედვით);

1 ცალი წითელი ცხარე წიწაკა (სურვილის მიხედვით);

80 გრამი დიდგულას ან ანწლის ნაყოფი (ნედლი ან მშრალი);

500 მლ კარგი არაყი.

კოჭას და ექინაცეას ფესვები, ბეგქონდარა, გატარებული ნიორი და წიწაკა (გამოიყენეთ სურვილისამებრ) ჩაყარეთ მინის ქილაში, დაუმატეთ დიდგულას დაჭყლეტილი ნაყოფი, დაასხით არაყი, კარგად შეანჯღრიეთ, თავი მჭიდროდ დაახურეთ და შეინახეთ ბნელ ადგილზე 3 კვირის მანძილზე. ყოველდღე რამდენჯერმე შეანჯღრიეთ. 3 კვირის შემდეგ გადაწურეთ დოლბანდში, გადაიტანეთ მინის ქილაში და თქვენი ბალზამიც მზადაა.

მიიღეთ 2-3 ჯერ დღეში 1 ჩაის კოვზი, გაზავებული ერთ ჭიქა ცივ ან ცხელ წყალში.

იმუნიტეტის ასამაღლებლად ასევე ეფექტურია ვიტამინებით მდიდარი კოქტეილი, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 ჩ.ჭ. ჭარხლის წვენი;

1 ჩ.ჭ. სტაფილოს წვენი;

1 ჩ.ჭ. თაფლი;

2 ცალი ლიმონი;

50 მლ პირშუშხას წვენი;

30 მლ არაყი.

გახეხილი ჭარხალი, სტაფილო, პირშუშხა და ლიმონი გამოწურეთ, დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლი და 30 მლ კარგი არაყი. თქვენი კოკტეილიც მზადაა.

მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ეს წვენი სასურველია სვათ ერთი თვის მანძილზე. შემდეგ შეისვენეთ ერთი თვე და მეორე კურსი გაიმეორეთ.

CC0 / Pixabay / წითელი მოცხარი
ვირუსები რომ ვერ მოგვერიოს: სამკურნალო ბალზამები და ნაყენები - Sputnik საქართველო
წითელი მოცხარი

არანაკლებ ეფექტურია ვიტამინებით მდიდარი ნაკრები, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

500 გრამი წითელი მოცხარი ან ჟოლო;

300 გრამი ნიორი;

2 ცალი ლიმონი;

400 გრამი თაფლი.

მოცხარი ან ჟოლო, ნიორი და ლიმონი (კანიანად) გაატარეთ, დაუმატეთ თაფლი, კარგად მოურიეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ეს ნაკრები 2-2 ჩაის კოვზი დილით უზმოზე და საღამოს ვახშმიდან 2 საათის მერე.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Jim Champion / Gooseberryხურტკმელი, იგივე კინკრიჟა
ვირუსები რომ ვერ მოგვერიოს: სამკურნალო ბალზამები და ნაყენები - Sputnik საქართველო
ხურტკმელი, იგივე კინკრიჟა

ან:

1 კგ სტაფილო;

1 კგ ვაშლი;

500 გრამი გარგრის ჩირი;

300 გრამი ქიშმიში;

2 ლიმონი კანიანად;

3 სუფრის კოვზი თაფლი.

გახეხეთ სტაფილო და ვაშლი, დაუმატეთ გარგრის ჩირი, ქიშმიში, გატარებული ლიმონი და თაფლი. თქვენი ნაკრები მზადაა. მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამის წინ და ძილის წინ.

CC0 / Pixabay / ალოე
ვირუსები რომ ვერ მოგვერიოს: სამკურნალო ბალზამები და ნაყენები - Sputnik საქართველო
ალოე

ვირუსებთან ბრძოლაში ასევე დაგეხმარებათ ალოეს და ჟოლოს თაფლიანი ნაყენი, რომელიც უებარია ფილტვების გასაწმენდად და ხველების დასაამებლად. დაგჭირდებათ:

1 კგ ჟოლო;

1 კგ ალოეს ფოთლები (3 წლის და მეტი ასაკის);

1 კგ თაფლი.

გაატარეთ ჟოლო და ალოეს ფოთლები, შეურიეთ თაფლი და დადგით 3 დღით ბნელ ადგილზე. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ 1 სუფრის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

© Pixabay / explorerbobთაფლი
ვირუსები რომ ვერ მოგვერიოს: სამკურნალო ბალზამები და ნაყენები - Sputnik საქართველო
თაფლი

ვირუსული ინფექციები განსაკუთრებით სუნთქვის აპარატს ასუსტებს. ფილტვების გაძლიერებაში ნუშის წვნიანი დაგეხმარებათ. ამისთვის დაგჭირდებათ:

200 გრამი ნუში;

150 გრამი სტაფილო;

2 კბილი ნიორი;

500 მლ მინერალური წყალი;

½ ჩ.კ. კამის თესლი;

10 ცალი შავი პილპილის მარცვლები;

1 ს.კ. კამა (დაჭრილი ფოთლები);

მარილი გემოვნებით.

წინასწარ მოამზადეთ ნუში: დაალბეთ ნახევარი საათით ცივ წყალში. შემდეგ გარეცხეთ კარგად, დაასხით ისევ წყალი და დატოვეთ მთელი ღამით. მეორე დღეს გააცალეთ კანი, დაასხით ისევ წყალი და შედგით მაცივარში 2-3 საათით. შემდეგ ამოიღეთ ნუში, წყალი არ გადაღვაროთ.

ბლენდერში დააქუცმაცეთ სტაფილო, ნუში, ნიორი, კამის თესლი, პილპილის მარცვლები, მარილი. დაუმატეთ ნუშის წყალი, იმდენი, რომ ერთგვაროვანი, თხელი მასა მიიღოთ. მიღებულ მასას დააყარეთ დაჭრილი კამა და თქვენი წვნიანიც მზადაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0