ქართული კულტურა და მეცნიერება ომის წლებში

საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი კაცი წავიდა. ეს 40–იან წლებში ქვეყნის მოსახლეობის ერთი მეხუთედი იყო. წასულთაგან კი ნახევარი შინ აღარ დაბრუნებულა. 
Sputnik

ქართველი გმირების სია, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ, უსასრულოდ დიდია და მათი ჩამოთვლა, უბრალოდ, შეუძლებელია. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოდან 700 ათას წარგზავნილთაგან 224 ათასი სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა, ხოლო 164–ს გმირის წოდება მიენიჭა. 

უშიშნი ვითარცა უხორცონი: ამბავი ქართველი „ღიმილის ბიჭების“ გმირობისა

მაგრამ დღეს გვსურს, განსაკუთრებით აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის 46 ათასი მოქალაქე დაჯილდოებული იყო მედლით „კავკასიის დაცვისთვის“, 333 ათასზე მეტი კაცი კი — მედლით „941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“. საუბარია ჩვენს იმ თანამემამულეებზე , რომლებიც ზურგში თავდაუზოგავად შრომობდნენ „ფრონტისა და გამარჯვებისთვის“.

იმ სასტიკ დღეებში არც მეცნიერებსა და პედაგოგებს, ლიტერატორებსა თუ ფერმწერებს, მუსიკოსებსა თუ თეატრალურ მოღვაწეებს არ შეუწყვეტიათ საქმიანობა.

ალბათ ბევრს სმენია ერთი ცნობილი ისტორია, რომელიც ბრიტანეთის პრემერი−მინისტრ უინსტონ ჩერჩილს უკავშირდება. მეორე მსოფლიო ომის დროს მისთვის ქვეყნის ბიუჯეტი წარუდგენიათ განსახილველად. პრემიერი მასალას გაცნობია და უკითხავს: „სადაა კულტურის ხარჯები?“ რა დროს კულტურაა, ომი მძვინვარებსო, მოუხსენებიათ. „თუ კულტურა არ იქნება, მაშ, რისთვის ვომობთ?“ — შეუნიშნავს ჩერჩილს.

ბრიტანელი პრემიერის მსგავსად, საბჭოეთშიც კარგად მოეხსენებოდათ კულტურის მნიშვნელობა, მათ შორის, საქართველოშიც.

ქართველთა აჯანყება ტექსელზე: შავ-თეთრი ჩრდილები

განათლება და მეცნიერება

ომის დაწყებისთანავე სკოლის შენობების ნაწილი ჰოსპიტლებად გადაკეტდა, პედაგოგების დიდი ნაწილი კი ფრონტზე გაიწვიეს. სკოლებს ინვენტარიც აკლდა და საწვავიც, რომ შენობები გაეთბოთ, მაგრამ ქვეყანამ მაინც თითქმის უცვლელად შეინარჩუნა ომამდელი სასკოლო ქსელი.

ომში წასული კაცი მასწავლებლები ქალებმა ჩაანაცვლეს — ახლახან პედსასწავლებლებ თუ ინსტიტუტდამთავრებულებმა და პენსიაზე გასულებმა. მერე მათ თანდათან დაემატნენ ფრონტიდან დაბრუნებული დაჭრილი მასწავლებლებიც.  სხვათა შორის, 1941−1945 წლებში საქართველოს უმაღლესმა სასწავლებლებმა განათლების ექვსი ათასამდე მუშაკი გამოუშვეს.

ომმა განათლების ხარისხზე დააფიქრა ქვეყანა. ამიტომაც 1944 წელს მეოთხე და მეშვიდე კლასებში გამოცდები დაწესდა, შემოიღეს სიმწიფის ატესტატი, ვერცხლისა და ოქროს მედლები. ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში აუცილებლობად იქვა სადიპლომო ნამუშევრის დაცვა.

ომის წლებში ქვეყნის უმაღლესმა სასწავლებლებმა 14 ათასზე მეტი სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი მოამზადეს — ექიმები, ინჟინრები, აგროომები და სხვ. მაგალითად, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტმა იმ წლებში ფრონტზე სამი ათასზე მეტი მედმუშაკი გაგზავნა.

დიადი არა ომი, არამედ ადამიანია, რომელიც ომში იბრძოდა – ოღონდ ეს ყველაფერი არ განმეორდეს

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომელიც ომის წინ, 1941 წლის 22 თებევალს გაიხსნა, კოლოსალურ სამუშაოს ეწეოდა. ომის უმძიმეს წლებში შეიქმნა ახალი ინსტიტუტები და სექტორები, გამოქვეყნდა ათასზე მეტი ნაშრომი, დაიბეჭდა 120−ზე მეტი სამეცნიერო−პოპულარული ბროშურა, 130 კაპიტალური წიგნი, ჩატარდა 350−ზე მეტი ორიგინალური კვლევა.

გაგაცნობთ რამდენიმეს ქართული მეცნიერების მიღწევებიდან ომის წლებში. აკადემიკოს ალექსანდრე ჯანელიძისა და ალექსანდრე თვალჭრელიძის ხელმძღვანელობით, აღმოჩენილი იყო ქვანახშირის, მარგანეცის, ვოლფრამის, მილიბდენის, ვერცხლისწყის ახალი საბადოები. მემინდვრეობის ინსტიტუტები და სადგურები ხორბლისა და პურეულის ისეთი ჯიშების შექმნაზე მშაობდნენ, რომლებიც მინდვრიუს კულტურების მოსავალს ბევრად გაზრდიდა.

ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით, მიმდინარეობდა პრაქტიკული მუშაობა ჰოსპიტლებში, სწავლობდნენ ისეთ ჭრილობებსა და იარებს, რომელთა ბუნებაც მანამდე უცნობი იყო.

ქიმიის ინსტიტუტის მუშაობის შედეგად, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი ტიპის ღუმელი აიგო დეფიციტური კარბორიუნდის გამოსადნობად.

თბილისში ევაკუირებული მოსკოვური თეატრი: „ბედნიერება იყო იმდენად დიდი, რომ ომს გვავიწყებდა“

ფსიქოლოგიისინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით, მეომრების ფსიქიკური დაავადებების მკურნალობას სწავლობდნენ.

ნიკო მარის ენის ინსტიტუტში კი, აკადემიის ნამდვილი წევრის, გიორგი ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ლოგოპედთა ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც დაწრილ მეორებთან მუშაობდნენ მეტყველების გამოსწორებაზე.

ისტორიის ინსტიტუტმა გამოსცა საქართველოს ისტორიის პირველი სახელმძღვანელო, რომელიც უძველესი დორიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავდა.

რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი კი, აკადემიკოს კორნელი კეკელიძის ხელმძღვანელობით, უმთავრეს ყურადღებას უთმობდა ისეთ თემებს, როგორებიც იყო უძველესი ქართველი ოდის მწერლების შემოქმედება და ეროვნული პოეზიის პატრიოტული ხასიათი.

ლიტერატურა

საქართველოდან, ისევე როგორც მთელი სსრკ−დან, არაერთი მწერალი წავიდა ფრონტზე სამხედრო კორესპონდენტებად, პოლიტმუშაკებად თუ მებრძოლებად. მაშინ იარაღი ხელში აიღეს მწერლებმა: ალექსანდრე გომიაშვილმა, კონსტანტინე ლორთქიფანიძემ, რევაზ მარგიანმა, შალვა ამისულაშვილმა, მურმან ლებანიძენ, აკაკი გეწაძემ...

როგორ შევხვდი მზვერავ ზორგეს: თბილისელი ვეტერანის მოგონება

უკან ყველა არ დაბრუნებულა. ომში დაიღუპნენ მირზა გელოვანი, გიორგი ნაფეტვარიძე, ვლადიმერ უბილავა...

ფერწერა და სკულპტურა

ლეგენდარული პლაკატი „დედა−სამშობლო გვიხმობს!“, რომელიც ომისა და გამარჯვების სიმბოლოდ იქცა, ქართველმა მხატვარ−გრაფიკოსმა ირაკლი თოიძემ შექმნა.

პლაკატის ისტორია უბრალოა და ტრაგიკული. მხატვრის მეუღლე, მოისმინა რა „სოვინფორმბიუროს“ პირველი განცხადება ომის დაწყებასთან დაკავშირებით, სახელოსნოში შევარდა და გამყინავი ხმით დაიძახა: „ომი დაიწყო!“ მხატვარი იმდენად გაუოგნებია ქალის სახის გამომეტყველებას, რომ მაშინვე დაუწყია ესკიზების ჩახატვა. და შექმნა საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

ქართველი მხატვრები და სკულპტორები ფრონტებსა და პარტიზანულ რაზმებში იბრძოდნენ. მათ შორის იყვნენ: ა. გიგლოაშვილი, გ. ჯაფარიძე, ა. კოპალიანი, დ. თავაძე, გ. ვარაზიშვილი და სხვები.

1941−42 წლებში ქართველმა მხატვრებმა 75−ზე მეტი პანო, 232 პორტრეტი, 128 პლაკატი, 154 კარიკატურა, 69 პოლიტიკური ლოზუნგი, 10 სატირული ნამუშევარი და სხვ. შექმნეს.

ყველაფერი გამარჯვებისთვის: როგორ გაგზავნა აჭარის მკვიდრმა მთელი ფული ფრონტზე

1941წელს თბილისში გაიმართა გამოფენა თემაზე „ქართველი ხალხის გმირული წარსული, სსრკ−ის ხალხთა მეგობრობა და საბჭოთა ხალხის თავგანწირული ბრძოლა ჰიტლერელ დამპყრობლებთან“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 100−ზე მეტი ნამუშევარი, რომელთაგან საუკეთესოდ აღიარეს ელენე ახვლედიანის „ცხრა ძმა ხერხეულიძე“, თამარ აბაკელიას „თბილისის დაცვა XVII საუკუნეში“, სევერიან მაისაშვილის „გიორგი სააკაძე ბრძოლის ველზე“, შალვა მაყაშვილის „სპარსელების განდევნა თბილისიდან“.

განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს უშუალოდ დიდი სამამულო ომის თემაზე შექმნილმა სკულპტურებმა: თამარ აბაკელიას „ჩვენ შურს ვიძიებს“, ვალენტინა თოფურიძის „პარტიზანმა“ და რაღა თქმა უნდა, ირაკლი თოიძის პლაკატმა „დედა სამშობლო გვიხმობს!“

1942 წელს კი თბილისის ცენტრში, როგორც გამარჯვებისა და მშვიდობის სიმბოლო, აღიმართა შოთა რუსთაველის ძეგლი (ავტორი − კონსტანტინე მერაბიშვილი).

თეატრი, კინემატოგრაფი, მუსიკა

ომის დაყწების შემდეგ საქართველოს 48 თეატრიდან მუშაობა მხოლოდ 39−მა განაგრძო. მიზეზი გასაგებია, 500−ზე მეტი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე ფრონტზე წავიდა. მათ შორის იყვნენ: დიდი თეატრალური რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი − სსრკ−ის სახალხო არტისტი; ის ორჯერ ჩავარდა ტყვედ და ორჯერვე გაიქცა, დაჯილდოებულია სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენით.

ფაშიზმზე გამარჯვების გაზაფხული თბილისში – ფოტო

ოთარ კობერიძე, საქართველოს სახალხო არტისტი − სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი და „საბრძოლო დამსახურებებისთვის“ მედლის მფლობელი.

აბესალომ ლორია − საქართველოს დამსახურებული არტისტი, ფრონტზე მოხალისედ წავიდა. ორჯერ დაიჭრა, იყო სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი.

ნატალია ბურმისტროვა, სსრკ−ის სახალხო არტისტი, მსახურობდა გრიბოედოვის სახელობის თეატრში 60 წლის განმავლობაში. ომის პირველივე დღეებში სანიტრად მუშაობდა სანიტარული მატარებელზე. გახლდათ არაერთი ორდენისა და მედლის კავალერი.

გივი თოხაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. შესრულებული აქვს 100−მდე როლი კინოში. ფრონტზე ომის პირველივე დღეებში წავიდა. იყო სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი, ფლობდა მედალს „საბრძოლო დამსახურბებისთვის“.

ბულატ ოკუჯავა − 17 წლის მოსწავლე ვადამდელ გაწვევას ცდილობდა, მაგრამ მხოლოდ 1942 წლის აგვისტოში წაიყვანეს ფრონტზე, როდესაც 18 წლის გახდა. მსახურობდა ნაღმმტყორცნელად, დაიჭრა და 1944 წლის მარტში შინ დააბრუნეს. იყო სამამულო ომის პირველი ხარისხის კავალერი და ორი მედლის მფლობელი...

ძლიერი ზურგი და ათასობით მეომარი: საქართველო მეორე მსოფლიო ომში

ომის წლებში საქართველოს თეატრები აქტიურ მოღვაწეობას განაგრძობდნენ. უფრო მეტიც: მუშაობის ინტენსიურობა რამდენჯერმე გაიზარდა. შემოქმედებითი კოლექტივები სცენებზეც გამოდიოდნენ, მებრძოლების წინაც ფრონტზე, ჰოსპიტლებში დაჭრილებთანაც და ასევე ქარხნებსა და ფაბრიკებში მშრომელების წინაშე.

1942 წელს მხოლოდ სამმა სამხატვრო ბრიგადამ 1200 საშეფო კონცერტი, 16 საესტრადო საღამო ჩაატარა, რომლიდან შემოსავალიც მთლიანად თავდაცვის ფონდში გადაირიცხა.

მარჯანიშვილის თეატრის ბრიგადამ ომის წლებში 500−მდე გასვლითი კონცერტი გამართა. აქედან უმეტესობა − უშუალოდ სამხედრო ნაწილებში. გრიბოედოვის თეატრმა 800 კონცერტი ჩაატარა, ხოლო რეგიონულმა თეატრებმა − 12 ათასზე მეტი.

ომის წლებში უზარმაზარი მუშაობა გასწიო კინოსტუდიამ „ქართული ფილმი“. კონსტანტინე პიპინაშვილმა გადაიღო ფილმი „ხიდი“, მიხეილ ჭიაურელმა − „გიორგი სააკაძე“, ნიკოლოზ შენგელაიამ და დიონიდე ანთაძემ სურათი „ის დაბრუნდება“, ხოლო სიკო დოლიძემ და დავით რონდელმა − მუსიკალური ფილმი „ჯურღაის ფარი“.

ფილმებს „გიორგი სააკაძესა“ და „ჯურღაის ფარს“ სტალინური პრემია მიენიჭა. ხოლო 1944 წელს თბილისის კინოსტუდია ლენინის ორდენით დაჯილდოვდა.

ვეტერანები, რომლებიც აღარ არიან: მარადიული ხსოვნა გმირებს!

ომის წლები ასევე ნაყოფიერი გამოდგა ქართველი კომპოზიტორებისთვისაც, შეიქმნა არაერთი შესანიშავი სიღერა, რომანსი თუ მარში.

უზარმაზარი სამუშაო გასწია საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა. ტრადიციად იქცა ე.წ. „სიმფონიური ორშაბათები“, რომლებზეც საბჭოთა კომპოზიტორების საუკეთესო ნაწარმოებები ჟღერდა − მათი, ვინც იმ პერიოდში თბილისში ცხოვრობდა. ესენი იყვნენ: სერგეი პროკოფიევი, ნიკოლაი მიასკოვსკი და სხვები. გარდა ამისა, თბილისელი მსმენელების წინაშე გამოდიოდნენ დირიჟორები − ალექსანდრე გაუკი და აბრამ სტასევიჩი, მომღერალი ნინა დოლიაკი, პიანისტი ალექსანდრ გოლდენვეიზერი და სხვები.

1944 წლის მაისში მოსკოვში, ჩაიკოვსკის სახელობის საკონცერტო დარბაზში შესრულდა ქართველი კომპოზიტორების სიმფონიური ნაწარმოებები, ხოლო თბილისში − კავკასიის რესპუბლიკების მუსიკალური დეკადა გაიმართა. 1945 წლის თებერვალ−მარტში ქართული მუსიკის კონცერტები წარმატებით ჩატარდა მოსკოვსა და ლენინგრადში.

დიდი სამამულო ომის დაწყების დღიდან საქართველოს კულტურის მოღვაწეები, ისევე როგორც სსრკ−ის ყველა მცხოვრები, არაფერს იშურებდნენ გამარჯვებისთვის: ვიღაც ფრონტზე იბრძოდა, ვიღაც კი − ზურგში შრომობდა. და არცერთი მათგანი არ ზოგავდა თავს.