40-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ფაშისტური გერმანიის ძალები ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ფრონტს უტევდა, აჭარის მკვიდრმა ჯალილ ბერიძემ მთელი თავისი დანაზოგი ფრონტზე გაგზავნა.
მან დახმარების თხოვნით ნათესავებსაც მიმართა, რომლებმაც თანხის ნახევარი მოაგროვეს. ჯამში მათ 50 ათასი მანეთის შეგროვება მოახერხეს, მთელი ეს თანხა ბერიძემ სატანკო ქვედანაყოფს ახალი ტექნიკის შესაძენად გადაურიცხა.
ამ მოვლენის პატივსაცემად 80-იან წლებში ქედაში დაიდგა ძეგლი — თვითმავალი საარტილერიო დანადგარი პოსტამენტზე მემორიალური დაფით.
ეს ისტორია „Sputnik-საქართველოს“ ჯალალის ვაჟმა — ილია ბერიძემ უამბო.