ვეტერანები, რომლებიც აღარ არიან: მარადიული ხსოვნა გმირებს!

© photo: Sputnikმეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იროდიონ ტაბატაძე
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იროდიონ ტაბატაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
გამოწერა
Sputnik საქართველოს კორესპონდენტი ტრადიციულად ყოველ წელს სტუმრობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ინტერვიუებს იწერს მათთან. სამწუხაროდ, ინტერვიუების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.

დღეისათვის საქართველოში სულ 263 ვეტერანიღაა დარჩენილი, შარშან კი 371−ნი იყვნენ. 

Sputnik საქართველო იხსენებს იმ გმირებს, რომლებმაც ღრმა სიბერემდე იცოცხლეს და გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ჩვენს ჟურნალისტებს თავიანთი ცხოვრების შესახებ უამბეს.

იროდიონ ტაბატაძე

© Sputnik / Denis Aslanovმეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, სამხედრო მფრინავი იროდიონ ტაბატაძე
ვეტერანები, რომლებიც აღარ არიან: მარადიული ხსოვნა გმირებს! - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, სამხედრო მფრინავი იროდიონ ტაბატაძე

სამხედრო მფრინავი იროდიონ ტაბატაძე 2020 წლის დეკემბერში წავიდა ჩვენგან. სამი წლით ადრე კი გორში ვეწვიეთ მას სასაუბროდ. აღმოჩნდა, რომ ბატონ იროდიონს ომის წლებში 711 ღამისა და 2 800 დღის გაფრენა განეხორციელებინა თავისი გამანადგურებელ−ბომბდამშენით.

მფრინავობა მისი ბავშვობის ოცნება ყოფილა. ჯერ კიდევ ხაშურის სკოლის მოსწავლე იყო, როცა აეროკლუბში ჩაეწერა და წარმატებითაც დაასრულა. სკოლის შემდეგ უახლოეს მეგობრებთან ერთად სტალინგრადში გაემგზავრა — ყველა მათგანს საავიაციო სასწავლებელში შესვლა და მფრინავობა სურდა. გზად მატარებელში სამხედრო პოლკოვნიკს შეხვდნენ, რომელიც სწორედ იმ სასწავლებლის დირექტორის მოადგილე გამოდგა.

1941 წელს საავიაციო სასწავლებლის ხელმძღვანელობამ ცხრა პილოტი შეარჩია, რომელთაგან ერთ−ერთი  იროდიონ ტაბატაძეც იყო. ცხრავე ომში გაგზავნეს...

1945 წლის თებერვლაში სტალინმა მდინარე ოდერის მარცხენა სანაპიროზე მყოფი გერმანული ჯარების ნებისმიერ ფასად განადგურების ბრძნება გასცა.

© Sputnik / Denis Aslanovიროდიონ ტაბატაძე მადლობის სიგელებით
ვეტერანები, რომლებიც აღარ არიან: მარადიული ხსოვნა გმირებს! - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
იროდიონ ტაბატაძე მადლობის სიგელებით

ოდერის მარჯვენა ნაპირს ქალთა ავიაპოლკი ბომბავდა, მარცხენას − კაცებისა. ბატონმა იროდიონმა ერთ ღამეში ოთხი გაფრენა განახორციელა. ისე მოხდა, რომ მეოთხე გაფრენისას , როდესაც უკვე ბრუნდებოდა დავალებიდან და ბაზამდე სამოციოდე კილომეტრიღა ჰქონდა დარჩენილი, თვითმფრინავს კუდში საზენიტო ჭურვი მოხვდა.

შტურმანი და მეგობარი ვანია პანფილოვი მაშინვე დაიღუპა, იროდიონ ტაბატაძე გადარჩა. გონზ ჰოსპიტალში მოვიდა. დაჭრილი და გონდაკარგული ტანკისტებს ეპოვათ და დრამბურგის ჰოსპიტალში მიეყვანათ.

როცა ფეხზე დადგა, ომი უკვე დამთავრებული იყო.

ომის შემდეგ იროდიონ ტაბატაძემ პატენტთმცოდნეობის მოსკოვის ფილიალი დაამთავრა და გამომგონებელი გახდა. მას 51 გამოგონებაზე ჰქონდა პატენტი, რომლებიც სამეცნიერო წრეებში უნიკალურადაა აღიარებული.

ნიკოლოზ ჭარაშვილი

© Sputnik / Denis Aslanovნიკოლოზ ჭარაშვილი
ვეტერანები, რომლებიც აღარ არიან: მარადიული ხსოვნა გმირებს! - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
ნიკოლოზ ჭარაშვილი

როდესაც ბატონ  ნიკოლოზს პირველად შევხვდით, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ამ კაცს ვერასდროს ვერაფერი ვერ მოერეოდა.

95 წლის გახლდათ, მაგრამ ყოველთვის ფორმაში იყო − წელგამართული და ფიზიკურად აქტიური, არ წუწუნებდა არც სიბერეზე, არც ტკივილებზე და არც ავადმყოფობაზე. ეს ჯარისკაცს არ სეეფერებაო, ამბობდა.

სტალინგრადის ბრძოლების მონაწილემ ბერლინამდე ჩააღწია. სტალინის ბრძანებით, რამდენჯერმე მა დლობის სიგელები მიიღო ვარშავის, რიგის, სოხაჩევის, სკერნევიცეს, ლოვიჩასა და სხვა ქალაქების გათავისუფლებისთვის ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის.

სწამდა, რომ ხიფათისგან ღვთისმშობელი იფარავდა, რომლის ხატებაც ყოველი საფრთხის წინ აღემართებოდა ხოლმე თვალწინ.

სიამაყით გვიჩვენა მედლებით მოპენტილი მუნდირი, განსაკუთრებით ალექსანდრე ნეველის ორდენით ამაყობდა.

© Sputnik / Denis Aslanovმეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ნიკოლოზ ჭარაშვილი
ვეტერანები, რომლებიც აღარ არიან: მარადიული ხსოვნა გმირებს! - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ნიკოლოზ ჭარაშვილი

ომის დამთავრების შემდეგ მოსკოვში დარჩა საცხოვრებლად და თბილისში მხოლოდ 1955−ში დაბრუნდა. სიბერე მარტოობაში გაატარა. მისი ქალიშვილები ცალკე ცხოვრობდნენ, ხოლო შვილიშვილი შორს, ამერიკაში იყო.

ის მედლებით მოჭედილი მუნდირი სწორედ მას, შვილიშვილს უანდერძა სიკვდილის წინ...

დავით ჯიშკარიანი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliომის ვეტერანი დავით ჯიშკარიანი
ვეტერანები, რომლებიც აღარ არიან: მარადიული ხსოვნა გმირებს! - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
ომის ვეტერანი დავით ჯიშკარიანი

ბატონ დავითს 2016 წელს შევხვდით. ყველაზე მთავარი რაც მან მაშინ „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტს სთხოვა, ის იყო, რომ ყოველთვის გვახსოვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა ქვეყანაზე.

ომში 20 წლისა წავიდა. ფრონტზე პირველი საბრძოლო ნათლობა ჟიტომირთან მიიღო. მისი თქმით, ყველაზე მეტად მტერთან პირისპირ შეხვედრა დაამახსოვრდა — საშინელი და მტკივნეული. ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებდა და ირგვლივ მხოლოდ დაჭრილების გმინვა, ტყვიების ზუზუნი და საბრძოლო ტექნიკის გუგუნი ისმოდა. სწორედ ჟიტომირთან დაიჭრა ორივე ხელში და თითი დაკარგა.

გამოჯანმრთელების შემდეგ კურსკთან იბრძოდა. მისთვის ომი მოსკოვი-ხიმკის დაცვისას დასრულდა, როდესაც მძიმედ დაიჭრა. ამის შემდეგ საქართველოში დააბრუნეს, როგორც ინვალიდი. 

„როდესაც მოსკოვის მისადგომებთან ხელსა და ფეხში დამჭრეს, ბრძოლის ველიდან ოთხმა გოგონამ გამომიყვანა, რომლებმაც დაახლოებით 300 მეტრი ხელით მატარეს“, — იგონებდა ვეტერანი.

ამბობდა, ომი არასდროს მავიწყდებაო. გამარჯვების დღეს სიხარულზე მეტად მწუხარებას განიცდიდა – იხსენებდა მეგობრებს, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ.

დავით ჯიშკარიანი მოხულებულთა სახლში გარდაიცვალა.

შოთა სომხიშვილი

© Sputnik / Alex Shlamovშოთა სომხიშვილი
ვეტერანები, რომლებიც აღარ არიან: მარადიული ხსოვნა გმირებს! - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
შოთა სომხიშვილი

შოთა სომხიშვილი 2019 წლის ზამთარში გარდაიცვალა 95 წლისა.

მანამდე, მისი ბოლო 9 მაისის წინ, „Sputnik საქართველოს“ გადამღებმა ჯგუფმა მოინახულა. მოულოდნელი სტუმრების გამოჩენამ ბატონი შოთა ძალიან გაახარა. მაშინ თქვა, ეს ჩემი ბოლო 9 მაისიაო...

18 წლისა წავიდა ფრონტზე. მზვერავი იყო. ამბობდა, მაშინ არაფრის მეშინოდა, ერთადერთი სურვილი მქონდა, სამშობლო მტრისგან უნდა დამეცვაო.

შოთა სომხიშვილი საქართველოში 1947 წლის მარტში დაბრუნდა. შინ დედა და და ელოდებოდნენ.

გაჭირვების მიუხედავად, არავისგან არაფერს არც ითხოვდა და არც იღებდა. პირიქით, თავად ეხმარებოდა ადამიანებს. რაიკომში მუშაობდა და მთხოვნელს არასდროს ეუბნებოდა უარს დახმარებაზე — ზოგჯერ, საკუთარი ხარჯითაც.

სწამდა, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო გამუდმებულ მოძრაობასა და გენეტიკაში იყო...

ყველა ახალი ამბავი
0