აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან  2017 წლის  მაისის ბოლოს გაუჩინარდა. შემდეგ გაირკვა, რომ ის დაკავებულია და ბაქოში იმყოფება. მუხთარლის ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. 2018 წლის იანვარში ბაქოს სასამართლომ მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.  ოჯახის ვერსიით, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა გაიტაცეს. მოტივად ჟურნალისტის  პროფესიული საქმიანობაა დასახელებული. ჟურნალისტის ოჯახი ამტკიცებდა, რომ ის გაიტაცეს, ჩაუდეს ფული და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. საქართველოს შსს-მ „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0