ოთხი წლის შემდეგ პროკურატურამ აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

© Sputnik / Alexander Imedashviliაფგან მუხთარლი
აფგან მუხთარლი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
ჟურნალისტი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს – მან გამოძიებას უკვე მიაწოდა ინფორმაცია პირებზე, რომლებიც მისი გატაცების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ (Rights Georgia) ავრცელებს​.

ასევე დაზუსტდა სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაციაც.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, მუხთარლის ადვოკატის, Rights Georgia–ის იურისტ არჩილ ჩოფიკაშვილის შუამდგომლობა გამოძიების დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება საქმეს, მუხლი „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ გადაკვალიფიცირდა მუხლით „ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთა“. თუმცა, ადვოკატი მიიჩნევს, რომ მუხთარლის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია კვლავაც დასაზუსტებელია და უნდა მოიცვას სსკ–ის მუხლი, რომელიც ეხება ჟურნალისტურ ან პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას. 

აფგან მუხთარლი - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
რა უამბო ქართველ გამომძიებლებს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა: მუხთარლის გატაცების საქმე

გამოძიებასთან თანამშრომლობის მიზნით აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2021 წლის 7 აპრილს გერმანიიდან ჩამოვიდა.  იგი პროკურატურამ უკვე დაკითხა.

„მუხთარლიმ გამოკითხვისას განმარტა, რომ გატაცებამდე მისი და სხვა აზერბაიჯანელი დევნილების მიმართ საქართველოში ხორციელდებოდა მუდმივი თვალთვალი და მიყურადება. მან გამოძიებას წარუდგინა იმ ორი პირის ფოტოსურათები, ვინც მას საქართველოში უთვალთვალებდა და, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ადამიანების მეშვეობით მომზადდა და დაიგეგმა მუხთარლის თბილისიდან გატაცება. გარდა ამისა, მუხთარლიმ დაასახელა იმ აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების ვინაობა, რომლებიც, მისი ინფორმაციით, მონაწილეობდნენ მისი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

2017 წლიდან აფგან მუხთარლის ინტერესებს საქართველოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იცავს.

მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის მაისის ბოლოს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ბაქოში პატიმრობაში იმყოფებოდა, ბრალად ედებოდა საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ფულის კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. 2018 წლის იანვარში აზერბაიჯანულმა სასამართლომ მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი 2020 წლის მარტში გათავისუფლდა და ბაქოდან მაშინვე გერმანიაში გაფრინდა.

ყველა ახალი ამბავი
0