აფგან მუხთარლის სკანდალური განცხადება და რეაქცია საქართველოდან

© photo: Sputnik / Stringerტრიბუნა გამოსვლებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში
ტრიბუნა გამოსვლებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებებს საქართველოდან მის გაუჩინარებასთან ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ძალოვანი სტრუქტურების კავშირის შესახებ საქართველოში აბსურდული უწოდეს

თბილისი,10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ბრალდებებზე ქართული ხელისუფლების მისამართით კომენტარი გააკეთეს.

მუხთარლი თბილისიდან მაისის ბოლოს გაუჩინარდა. შემდეგ გაირკვა, რომ ის დაკავებულია და ბაქოში იმყოფება. იქ მას ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. 2018 წლის იანვარში ბაქოს სასამართლომ მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

ჟურნალისტის ოჯახი ამტკიცებდა, რომ ის გაიტაცეს, ჩაუდეს ფული და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. საქართველოს შსს-მ „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო
საქართველოში გატაცებულ მუხთარლის აზერბაიჯანში 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

„ჩემს გატაცებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს ეკისრებათ. კერძოდ კი, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელებს. იძულებული ვარ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში გავაგრძელო“, — აცხადებს ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში. 

ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თხოვნა შეასრულა.

„ჩემი გატაცების საქმეში პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი, სასაზღვრო პოლიციისა და ლაგოდეხის საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელები, ასევე კრიმინალური პოლიცია იყო ჩართული. ვფიქრობ, ეს ილხამ ალიევის სურვილით მოხდა. საქართველოში, სასამართლო პროცესების გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ამიტომ ქართულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ კანონიერი გზებით კი არ გადამცეს აზერბაიჯანს, არამედ ჩემი უკანონო გატაცება მოახდინა“, — განაცხადა მუხთარლიმ.

მან ასევე მომხდარის დეტალებზე ისაუბრა.

„პირებს, რომლებიც ჩემს გატაცებაში მონაწილეობდნენ, კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ. ისინი ამ უწყების წარმომადგენლები იყვნენ. ყველა მათგანი ქართველი იყო და არცერთი აზერბაიჯანელი“, — ამტკიცებს მუხთარლი.

ჟურნალისტმა მომხდართან დაკავშირებით ასევე ბიძინა ივანიშვილზე მიუთითა.

გიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
მეტი ვაჭრობა და რეფორმები - რაზე ისაუბრეს კვირიკაშვილმა და მოგერინიმ

„საქართველოში ყოფნის პერიოდში ალიევის ბიზნესს ვსწავლობდი. საქართველოში მას აქვს დიდი ბიზნესი ტურისტულ სფეროში, ფლობს სასტუმროებს და მიწის ნაკვეთებს. მას ეკუთვნის ავიაკომპანია Silk Way და ორგანიზაცია Silk Way Georgia. საქართველოში მისი პარტნიორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ამ ბიზნეს პარტნიორობის მსხვერპლი გავხდი, ჩემს მიერ დაწყებული გამოძიების გამო“, — აცხადებს მუხთარლი. 

ბრალდებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.

„სამწუხაროდ, ეს განცხადებები გარკვეულ ეჭვებს ბადებს. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. პარლამენტი ახორციელებს თავის საზედამხედველო ფუნქციებს ამ მიმართულებით. ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამ საქმეს საბოლოოდ ნათელი მოეფინება“, — ციტირებს კობახიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ეს არის სრული აბსურდი და მიუღებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს," — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.

მანამდე საქართველოს უსაფრტხოების სამსახურმა მუხთარლის დაკავებაში თავისი მონაწილეობა უარყო.

მუხთარლის საქმემ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში მის მხარდასაჭერად აქციები არაერთხელ გამართეს.

მუხთარლის დაპატიმრებას რეაქცია უცხოეთშიც მოჰყვა. დროულ და გამჭვირვალე გამოძიებას ელოდებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე", ევროპის საბჭო, საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ევროპული სამსახური და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

აზერბაიჯანში მასმედიასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე და მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტმა სპეციალური რეზოლუციაც მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0