საქართველოს პროკურატურა აფგან მუხთარლის დაკითხვას ითხოვს

გამოწერა
საქართველოს პროკურატურა თბილისში გაუჩინარებული და ბაქოში პატიმრობაში აღმოჩენილი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში არსებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებს ითხოვს, განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პროკურატურა აფგან მუხთარლის დაკითხვას ითხოვს

„საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანელ კოლეგებს სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით მიმართა. ჩვენ ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლების  დასწრებას. ასევე ვითხოვთ მისი  აზერბაიჯანში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს“, — განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან მაისის ბოლოს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ბაქოშია დაკავებული და მას ბრალად ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთა, კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისათვის წინააღმდეგობის გაწევა. ბაქოს სასამართლომ 31 მაისს მას პატიმრობა შეუფარდა. რამდენიმე დღით ადრე სადიგოვმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, მუხთარლისთვის შეფარდებული პატიმრობა შინაპატიმრობით შეიცვალოს, თუმცა მას ამაზე უარი ეთქვა. 

ყველა ახალი ამბავი
0