09:11 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1750)
98 0 0

გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. დედაქალაქის მერი კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გუდიაშვილის მოედანის რეაბილიტაციის პროცესში სარდაფებში შუა საუკუნეების არტეფაქტები აღმოაჩინეს. აღმოჩენების გამო, რეაბილიტაციის პროცესში ცვლილებები იგეგმება და სამუშაოებში ჩაერთნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.

„არსებობს ქვეყნები, რომელსაც ეს ყველაფერი არ გააჩნიათ და თვითონ იგონებენ, იმისთვის რომ ტურისტები დააინტერესონ და შექმნან ღირსშესანიშნავი ადგილები, ჩვენ ეს გვაქვს ისტორიულად, ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა, ამას სჭირდება მოწესრიგება და დარწმუნებული ვარ, რომ გუდიაშვილის მოედანი არა მხოლოდ ჩვენი დედაქალაქისთვის, არამედ მთლიანად  რეგიონში იქნება ერთ-ერთი საინტერესო ადგილი,“ — განაცხადა კალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი, დედაქალაქის მერს და მთლიანად მუნიციპალიტეტს სამუშაოების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიული ნაწილის, ძველი თბილისის რეაბილიტაცია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე ქალაქის მრავალმხრივი განვითარებისთვის. ეს საქმე გულით, ქალაქის სიყვარულით კეთდება. ამისთვის დედაქალაქის მერს და მთლიანად მერიას მადლობას ვუხდით“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა განმარტა, აღმოჩენების გამო, რეაბილიტაციის პროექტი შეიცვლება, რათა არქეოლოგიური ნაშთები არ დაიფაროს.

„მასალა სამუზეუმო სახით უნდა დარჩეს ან სხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. ეს გუდიაშვილის მოედანს სამომავლოდ დამთვალიერებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო იქნება“, – აღნიშნა ბაიდარაშვილმა.

Реставрация площади Гудиашвили
© FB / Kakha Kaladze Official
გუდიაშვილის მოედნის რესტავრაცია

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.


თემები:
თბილისი დღეს (1750)

მთავარი თემები