კალაძე: „გუდიაშვილის მოედანი რეგიონში ერთ-ერთი საინტერესო ადგილი იქნება“

© FB / Kakha Kaladze Officialარქეოლოგიური აღმოჩენები გუდუაშვილის მოედანზე
არქეოლოგიური აღმოჩენები გუდუაშვილის მოედანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. დედაქალაქის მერი კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გუდიაშვილის მოედანის რეაბილიტაციის პროცესში სარდაფებში შუა საუკუნეების არტეფაქტები აღმოაჩინეს. აღმოჩენების გამო, რეაბილიტაციის პროცესში ცვლილებები იგეგმება და სამუშაოებში ჩაერთნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
როგორი იქნება გუდიაშვილის განახლებული მოედანი

„არსებობს ქვეყნები, რომელსაც ეს ყველაფერი არ გააჩნიათ და თვითონ იგონებენ, იმისთვის რომ ტურისტები დააინტერესონ და შექმნან ღირსშესანიშნავი ადგილები, ჩვენ ეს გვაქვს ისტორიულად, ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა, ამას სჭირდება მოწესრიგება და დარწმუნებული ვარ, რომ გუდიაშვილის მოედანი არა მხოლოდ ჩვენი დედაქალაქისთვის, არამედ მთლიანად  რეგიონში იქნება ერთ-ერთი საინტერესო ადგილი,“ — განაცხადა კალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი, დედაქალაქის მერს და მთლიანად მუნიციპალიტეტს სამუშაოების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიული ნაწილის, ძველი თბილისის რეაბილიტაცია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე ქალაქის მრავალმხრივი განვითარებისთვის. ეს საქმე გულით, ქალაქის სიყვარულით კეთდება. ამისთვის დედაქალაქის მერს და მთლიანად მერიას მადლობას ვუხდით“, – განაცხადა კობახიძემ.

თბილისი. მეტეხის ხიდი - Sputnik საქართველო
თბილისის ძველი ხიდები ახალ სიცოცხლეს შეიძენს

როგორც თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა განმარტა, აღმოჩენების გამო, რეაბილიტაციის პროექტი შეიცვლება, რათა არქეოლოგიური ნაშთები არ დაიფაროს.

„მასალა სამუზეუმო სახით უნდა დარჩეს ან სხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. ეს გუდიაშვილის მოედანს სამომავლოდ დამთვალიერებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო იქნება“, – აღნიშნა ბაიდარაშვილმა.

© FB / Kakha Kaladze Officialგუდიაშვილის მოედნის რესტავრაცია
Реставрация площади Гудиашвили - Sputnik საქართველო
გუდიაშვილის მოედნის რესტავრაცია

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0