თბილისის ძველი ხიდები ახალ სიცოცხლეს შეიძენს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი. მეტეხის ხიდი
თბილისი. მეტეხის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემონტდება თბილისში გასული საუკუნის 50–იან წლებში აშენებული ხიდები

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. თბილისის მერიამ მეტეხისა და გალაკტიონის ხიდების რემონტის დაპროექტებაზე ტენდერი გამოაცხადა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სარემონტო სამუშაოები საფეხმავლო ხიდზე თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში საფეხმავლო ლითონის ხიდების რეაბილიტაცია იწყება

მეტეხის ხიდზე საჭიროა წყალმოცილების სისტემის რეაბილიტაცია, ხიდის ჰიდროიზოლაცია თანამედროვე მასალების გამოყენებით, ხიდზე განათების პროექტის მომზადება დამკვეთთან შეთანხმებით და სხვა. გალაკტიონის ხიდზე კი საჭიროა თაღების რემონტი და წყალმოცილების სისტემის გაწმენდა, ასევე არქიტექტურული ელემენტების რემონტი. 

ტენდერის პირობებით, წინადადებების მიღება დაიწყება 18 მაისს და დასრულდება 21 მაისს.

მეტეხის ხიდი მტკვარზე 1951 წელს ააგეს, ხოლო გალაკტიონის ხიდი ვერეს რაიონში – 1952 წელს. 1990 წლამდე მას ელბაქიძის ხიდი ეწოდებოდა, 1990–1999 წლებში – ვერეს ხიდი, ხოლო 1999 წელს მას გალაკტიონის სახელი ეწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0