https://sputnik-georgia.com/20261127/areuloba-matcze-batumsi-awaris-mtavrobis-metaurma-turqetis-elctan-sexverdra-gamarta-301947906.html
არეულობა მატჩზე ბათუმში: აჭარის მთავრობის მეთაურმა თურქეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
არეულობა მატჩზე ბათუმში: აჭარის მთავრობის მეთაურმა თურქეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
Sputnik საქართველო
პატარაძის თქმით, აჭარაში ამჟამად სიტუაცია მშვიდია და შემდგომი ესკალაციის რისკი სრულიად გამორიცხულია. 27.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-27T18:21+0400
2026-11-27T18:21+0400
2026-11-27T18:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თურქეთი
სპორტი
ბათუმი
აჭარის მთავრობა
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23517/30/235173029_0:84:2048:1236_1920x0_80_0_0_6e950c7d95352dc5584b2ae6276b6811.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თურქი გულშემატკივრების მიერ მოწყობილი არეულობა საქართველოში თურქეთის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან განიხილა.ევროპა ლიგის მეხუთე რაუნდის ფარგლებში გამართული მატჩის დროს თურქული საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მონაწილეობით მომხდარი არეულობის შედეგად, უკანონო ქმედებებისთვის თექვსმეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაშავდა.აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, ელჩს ასევე განუმარტა, რომ ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე, გულშემატკივრებს საზღვრის გადმოკვეთის დროს აღმოაჩნდათ პროვოკაციული ბანერები, რომელთა შინაარსიც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა.„თურქეთის ელჩს შეხვედრაზე ასევე განვუმარტე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს. აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა“, - განაცხადა პატარაძემ.პატარაძის თქმით, ამ დროისთვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი.„ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, - განაცხადა პატარაძემ.შსს-ს ვერსიასაქართველოს პოლიციის ვერსიით, გულშემატკივრების ნაწილის აგრესიული ქცევა ჯერ კიდევ ევროპის მოედნიდან სტადიონისკენ მსვლელობის დროს დაიწყო.ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა.უწყებაში აღნიშნეს, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო.შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა. სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება.
საქართველო
თურქეთი
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23517/30/235173029_145:0:1905:1320_1920x0_80_0_0_819e5fa2be9375ac6ef329db99604dca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თურქეთი , სპორტი, ბათუმი , აჭარის მთავრობა , აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თურქეთი , სპორტი, ბათუმი , აჭარის მთავრობა , აჭარა
არეულობა მატჩზე ბათუმში: აჭარის მთავრობის მეთაურმა თურქეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
პატარაძის თქმით, აჭარაში ამჟამად სიტუაცია მშვიდია და შემდგომი ესკალაციის რისკი სრულიად გამორიცხულია.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თურქი გულშემატკივრების მიერ მოწყობილი არეულობა საქართველოში თურქეთის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან განიხილა.
ევროპა ლიგის მეხუთე რაუნდის ფარგლებში გამართული მატჩის დროს თურქული საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მონაწილეობით მომხდარი არეულობის შედეგად, უკანონო ქმედებებისთვის თექვსმეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაშავდა.
„ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა“, - განაცხადა პატარაძემ.
აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, ელჩს ასევე განუმარტა, რომ ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე, გულშემატკივრებს საზღვრის გადმოკვეთის დროს აღმოაჩნდათ პროვოკაციული ბანერები, რომელთა შინაარსიც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა.
„თურქეთის ელჩს შეხვედრაზე ასევე განვუმარტე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს. აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა“, - განაცხადა პატარაძემ.
პატარაძის თქმით, ამ დროისთვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი.
„ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, - განაცხადა პატარაძემ.
საქართველოს პოლიციის ვერსიით, გულშემატკივრების ნაწილის აგრესიული ქცევა ჯერ კიდევ ევროპის მოედნიდან სტადიონისკენ მსვლელობის დროს დაიწყო.
ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.
გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა. სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება.