https://sputnik-georgia.com/20261112/saqartvelom-cxra-tvesi-rusetis-254-moqalaqis-deportacia-ganaxorciela-sss-301696024.html
საქართველომ ცხრა თვეში რუსეთის 254 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა — შსს
საქართველომ ცხრა თვეში რუსეთის 254 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა — შსს
Sputnik საქართველო
სტატისტიკის თანახმად, პირველ კვარტალში გაძევებულ იქნა რუსეთის 66 მოქალაქე, მეორეში — 79, ხოლო მესამეში — 109. 12.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-12T23:14+0400
2026-11-12T23:14+0400
2026-11-12T23:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
რუსეთი
ირანი
თურქეთი
ინდოეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/08/238220832_0:85:2000:1210_1920x0_80_0_0_4c923cc6b48042aa60f630d033b8009e.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსეთის 254 მოქალაქე გააძევა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.სტატისტიკის თანახმად, პირველ კვარტალში გაძევებულ იქნა რუსეთის 66 მოქალაქე, მეორეში — 79, ხოლო მესამეში — 109.შედარებისთვის, 2025 წელს ქვეყნიდან რუსეთის 73 მოქალაქე გააძევეს, 2024 წელს — 20, 2023 წელს — 13, ხოლო 2022 წელს — 8.გაძევების მიზეზებს შორის შეიძლება იყოს ქვეყანაში არალეგალურად ყოფნა, მუშაობა შესაბამისი ნებართვის გარეშე ან კანონდარღვევა. გარდა ამისა, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევება შესაძლოა განხორციელდეს თავშესაფრის მიღებაზე უარის თქმის, ან საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დასრულების შემდეგ.რუსეთის მოქალაქეებს, ისევე როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობას, ქვეყანაში ვიზის გარეშე ყოფნის უფლება 365 დღის განმავლობაში აქვთ. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ქვეყანაში ყოფნის ვადის „განულება“ ხდება და ათვლა ხელახლა იწყება.2025 წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება გადაწყვიტა. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის შემოწმება.მხოლოდ 2026 წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყნიდან 3.170 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს. შედარებისთვის, გაძევებულთა რაოდენობა 2025 წელს 1.311-ს, 2024 წელს — 363-ს, 2023 წელს — 190-ს, ხოლო 2022 წელს — 165-ს შეადგენდა. საქართველოდან გაძევებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის ყველაზე მეტი თურქეთის, ინდოეთისა და ირანის მოქალაქეა.
საქართველო
ირანი
თურქეთი
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/08/238220832_0:0:1778:1333_1920x0_80_0_0_0417ecf0b47fa30380056f7358803570.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , რუსეთი, ირანი , თურქეთი , ინდოეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , რუსეთი, ირანი , თურქეთი , ინდოეთი
საქართველომ ცხრა თვეში რუსეთის 254 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა — შსს
სტატისტიკის თანახმად, პირველ კვარტალში გაძევებულ იქნა რუსეთის 66 მოქალაქე, მეორეში — 79, ხოლო მესამეში — 109.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსეთის 254 მოქალაქე გააძევა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
სტატისტიკის თანახმად, პირველ კვარტალში გაძევებულ იქნა რუსეთის 66 მოქალაქე, მეორეში — 79, ხოლო მესამეში — 109.
შედარებისთვის, 2025 წელს ქვეყნიდან რუსეთის 73 მოქალაქე გააძევეს, 2024 წელს — 20, 2023 წელს — 13, ხოლო 2022 წელს — 8.
გაძევების მიზეზებს შორის შეიძლება იყოს ქვეყანაში არალეგალურად ყოფნა, მუშაობა შესაბამისი ნებართვის გარეშე ან კანონდარღვევა. გარდა ამისა, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევება შესაძლოა განხორციელდეს თავშესაფრის მიღებაზე უარის თქმის, ან საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დასრულების შემდეგ.
რუსეთის მოქალაქეებს, ისევე როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობას, ქვეყანაში ვიზის გარეშე ყოფნის უფლება 365 დღის განმავლობაში აქვთ. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ქვეყანაში ყოფნის ვადის „განულება“ ხდება და ათვლა ხელახლა იწყება.
2025 წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება გადაწყვიტა. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის შემოწმება.
მხოლოდ 2026 წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყნიდან 3.170 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს. შედარებისთვის, გაძევებულთა რაოდენობა 2025 წელს 1.311-ს, 2024 წელს — 363-ს, 2023 წელს — 190-ს, ხოლო 2022 წელს — 165-ს შეადგენდა. საქართველოდან გაძევებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის ყველაზე მეტი თურქეთის, ინდოეთისა და ირანის მოქალაქეა.