ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის ძარცვის, ნარკოდანაშაულისა და დოკუმენტის გაყალბებისთვის იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0