https://sputnik-georgia.com/20260826/saqartvelosi-turqetis-moqalaqeebi-gamoavlines-romlebic-samsoblosi-izebnebodnen-300308596.html
საქართველოში თურქეთის მოქალაქეები გამოავლინეს, რომლებიც სამშობლოში იძებნებოდნენ
საქართველოში თურქეთის მოქალაქეები გამოავლინეს, რომლებიც სამშობლოში იძებნებოდნენ
Sputnik საქართველო
თურქეთის მიერ ძებნილი პირები ქართველმა პოლიციელებმა თურქ სამართალდამცველებთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავეს. 26.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-26T16:02+0400
2026-08-26T16:02+0400
2026-08-26T16:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თურქეთი
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350162_0:11:2738:1551_1920x0_80_0_0_123c476351731261a31988e256166712.jpg
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოავლინეს, ნათქვანია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, მამაკაცების მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განხორციელდა.„ყველა მათგანი თურქეთის მოქალაქეა, ისინი თურქი სამართალდამცველების მიერ თურქეთის რესპუბლიკის მასშტაბით, სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის იძებნებოდნენ“, - აღნიშლია ინფორმაციაში.შსს-ს ცნობით, დგინდება, რომ აღნიშნული პირების ნაწილს დარღვეული ჰქონდა ქვეყანაში ყოფნის ვადები და საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ.საპოლიციო ღონისძიებას წინ უძღვოდა ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რომელიც თურქ სამართალდამცველებთან მჭიდრო კოორდინაციით დაიგეგმა.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მიერ ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენის მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებთან.
საქართველო
თურქეთი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350162_327:0:2411:1563_1920x0_80_0_0_ec789d8ed7a2e066d6c0406f21e47144.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თურქეთი , აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თურქეთი , აჭარა
საქართველოში თურქეთის მოქალაქეები გამოავლინეს, რომლებიც სამშობლოში იძებნებოდნენ
თურქეთის მიერ ძებნილი პირები ქართველმა პოლიციელებმა თურქ სამართალდამცველებთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავეს.
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოავლინეს, ნათქვანია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მამაკაცების მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განხორციელდა.
„ყველა მათგანი თურქეთის მოქალაქეა, ისინი თურქი სამართალდამცველების მიერ თურქეთის რესპუბლიკის მასშტაბით, სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის იძებნებოდნენ“, - აღნიშლია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, დგინდება, რომ აღნიშნული პირების ნაწილს დარღვეული ჰქონდა ქვეყანაში ყოფნის ვადები და საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ.
საპოლიციო ღონისძიებას წინ უძღვოდა ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რომელიც თურქ სამართალდამცველებთან მჭიდრო კოორდინაციით დაიგეგმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მიერ ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენის მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებთან.