https://sputnik-georgia.com/20260603/pisheri-kvlav-kuradgebis-centrshi-moeqca-298975142.html
„ზღვარს გადასცდა“: საქართველოში გერმანიის ელჩი ხელისუფლების კრიტიკის ცენტრში აღმოჩნდა
„ზღვარს გადასცდა“: საქართველოში გერმანიის ელჩი ხელისუფლების კრიტიკის ცენტრში აღმოჩნდა
Sputnik საქართველო
გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინტერვიუმ ევროინტეგრაციის აღქმაზე საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან მკაცრი კრიტიკა... 03.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-03T17:00+0400
2026-06-03T17:00+0400
2026-06-03T17:00+0400
საქართველო
გერმანია
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/03/298971492_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_4bda67508cea00be5fe36f071f1af7b4.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებებმა ევროინტეგრაციაზე ქართული საზოგადოების შეხედულებების შესახებ, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.ფიშერმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა იცის, რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა, თუმცა, სხვები ამას აღიქვამენ როგორც ალტერნატივის არქონა და ამბობენ, რომ არ სურთ იყვნენ „რუსები, თურქები, ირანელები ან აზერბაიჯანელები“. დიპლომატის თქმით, მსგავსი წარმოდგენების კონტექსტში, მხოლოდ სომხეთთან მეზობლობა, შესაძლოა, არარაკმარისი იყოს. გაჟღერებულ გამონათქვამებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ქსენოფობიური უწოდა და განაცხადა, რომ ისინი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ელჩი ხელს უწყობს საქართველო-გერმანიის ურთიერთობების გაუარესებას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სიტუაცია შეიცვლება. გერმანელი დიპლომატის განცხადებებს დაუფიქრებელი და საზოგადოებისთვის მიუღებელი უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.„საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია ის დაუფიქრებელი განცხადებები, რასაც ის ხშირად აკეთებს ხოლმე. განცხადებები საბოლოო ჯამში ემსახურება საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებას, ეთნიკურ ნიადაგზე გარკვეული შუღლის გაღვივებას. როგორც ჩანს, სინამდვილეში ეს არის სწორედ მისი [ელჩის] მთავარი ჩანაფიქრი“, - აღნიშნა მახაშვილმა. საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ასევე მიუღებელი და არასერიოზული უწოდა ელჩის განცხადებებს. მისი თქმით, მსგავსი კომენტარები მთლიანობაში არ იმსახურებს სერიოზულ შეფასებას. „ამ ყველაფრის სერიოზულად შეფასება, მგონი, არასწორია. სამწუხაროა, დასანანია, თან ის საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს“, – განაცხადა კობახიძემ. გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება" ბოლო პერიოდში საქართველო-გერმანიის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში. ამის ფონზე, გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველთვის მხარს უჭერდნენ საკუთარ დიპლომატს. 2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. საქართველო და გერმანია ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება. გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს. 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან. გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. 2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. 2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
საქართველო
გერმანია
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/03/298971492_0:0:1822:1366_1920x0_80_0_0_cd1036109c925333dd00ea53dd7960ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
„ზღვარს გადასცდა“: საქართველოში გერმანიის ელჩი ხელისუფლების კრიტიკის ცენტრში აღმოჩნდა
გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინტერვიუმ ევროინტეგრაციის აღქმაზე საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებებმა ევროინტეგრაციაზე ქართული საზოგადოების შეხედულებების შესახებ, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.
ფიშერმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა იცის, რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა, თუმცა, სხვები ამას აღიქვამენ როგორც ალტერნატივის არქონა და ამბობენ, რომ არ სურთ იყვნენ „რუსები, თურქები, ირანელები ან აზერბაიჯანელები“. დიპლომატის თქმით, მსგავსი წარმოდგენების კონტექსტში, მხოლოდ სომხეთთან მეზობლობა, შესაძლოა, არარაკმარისი იყოს.
გაჟღერებულ გამონათქვამებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ქსენოფობიური უწოდა და განაცხადა, რომ ისინი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ.
„ყოველგვარ ზღვარსაა გადასული გერმანიის ელჩის განცხადებები და მისი საქმიანობა საქართველოში. ქსენოფობიური განცხადებები, რომელიც მისგან მოვისმინეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საკუთარი ნეგატიური როლით ქართულ რეალობაში აზიანებს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ელჩი ხელს უწყობს საქართველო-გერმანიის ურთიერთობების გაუარესებას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სიტუაცია შეიცვლება.
„ის აბსოლუტურად არარეალურს საუბრობს და სამწუხაროდ, მის კომპეტენციას აზიანებს. სამწუხაროა, რომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ურთიერთობის დაძაბვაში გერმანიის ხელისუფლებასთან, პარლამენტთან. იმედია, ეს შეიცვლება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
გერმანელი დიპლომატის განცხადებებს დაუფიქრებელი და საზოგადოებისთვის მიუღებელი უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.
„საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია ის დაუფიქრებელი განცხადებები, რასაც ის ხშირად აკეთებს ხოლმე. განცხადებები საბოლოო ჯამში ემსახურება საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებას, ეთნიკურ ნიადაგზე გარკვეული შუღლის გაღვივებას. როგორც ჩანს, სინამდვილეში ეს არის სწორედ მისი [ელჩის] მთავარი ჩანაფიქრი“, - აღნიშნა მახაშვილმა.
საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ასევე მიუღებელი და არასერიოზული უწოდა ელჩის განცხადებებს. მისი თქმით, მსგავსი კომენტარები მთლიანობაში არ იმსახურებს სერიოზულ შეფასებას.
„ამ ყველაფრის სერიოზულად შეფასება, მგონი, არასწორია. სამწუხაროა, დასანანია, თან ის საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს“, – განაცხადა კობახიძემ.
გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება"
ბოლო პერიოდში საქართველო-გერმანიის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში. ამის ფონზე, გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველთვის მხარს უჭერდნენ საკუთარ დიპლომატს.
2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".