https://sputnik-georgia.com/20260519/rogor-imushavebs-axali-struqtura-premieris-ganmarteba-298723962.html
როგორ იმუშავებს შსს-ის ახალი სტრუქტურა - პრემიერის განმარტება
როგორ იმუშავებს შსს-ის ახალი სტრუქტურა - პრემიერის განმარტება
Sputnik საქართველო
შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის... 19.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-19T22:00+0400
2026-05-19T22:00+0400
2026-05-19T22:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0b/294119188_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_2d6ed340e3f18a7ffa71b3a9914577eb.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ ქვედანაყოფს სიძულვილის ენის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად სხვადასხვა მექანიზმი გააჩნია, ხოლო იმას, თუ როგორ უნდა განისაზღვროს იგი, სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.18 მაისს, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნა დააანონსა, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და აგრესიის მონიტორინგით დაკავდება.პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს ნორმები სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ, პრაქტიკაში სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რა წარმოადგენს სინამდვილეში სიძულვილის ენას.„რა არის სიძულვილის ენა და რა არა, ამაზე როგორც იურისტს შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია, თუმცა პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა ორგანოებმა - შსს-მ, სასამართლომ და უმჯობესია, დავაკვირდეთ, თუ როგორ დაამკვიდრებს ამ პრაქტიკას როგორც ერთი, ისე მეორე უწყება და ორგანო", - განაცხადა კობახიძემ.ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორმაგი სტანდარტები არ უნდა იყოს დაშვებული.საქართველოში საჯარო მოწოდებები ზეპირი, წერილობითი ან გამოხატვის სხვა საშუალებებით ძალადობრივი ქმედებებისკენ, რაც მიზნად ისახავს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნით პირთა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს თუ ეს მოწოდება ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0b/294119188_200:0:1400:900_1920x0_80_0_0_ac81cf3e4aa779fa3c188af51446125e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება
როგორ იმუშავებს შსს-ის ახალი სტრუქტურა - პრემიერის განმარტება
შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ ქვედანაყოფს სიძულვილის ენის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად სხვადასხვა მექანიზმი გააჩნია, ხოლო იმას, თუ როგორ უნდა განისაზღვროს იგი, სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
18 მაისს, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნა დააანონსა, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და აგრესიის მონიტორინგით დაკავდება.
„სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილთან, სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია თავად შესაბამისმა ქვედანაყოფმაც შეიძლება მოიპოვოს, შეიძლება მას გაუზიარონ ინფორმაცია, ასევე შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტული საქმეები აღიძრას", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს ნორმები სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ, პრაქტიკაში სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რა წარმოადგენს სინამდვილეში სიძულვილის ენას.
„რა არის სიძულვილის ენა და რა არა, ამაზე როგორც იურისტს შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია, თუმცა პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა ორგანოებმა - შსს-მ, სასამართლომ და უმჯობესია, დავაკვირდეთ, თუ როგორ დაამკვიდრებს ამ პრაქტიკას როგორც ერთი, ისე მეორე უწყება და ორგანო", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორმაგი სტანდარტები არ უნდა იყოს დაშვებული.
„ჩვენ გვაქვს ახალი კანონი, რომელიც უპირისპირდება სიძულვილის ენას და ბუნებრივია, ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა იყოს ამოქმედებული ეს კანონმდებლობა. რა თქმა უნდა, ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ იმ პრაქტიკას, რომელიც ჩამოყალიბდება შსს-ში. ცალმხრივი არ უნდა იყოს ეს პრაქტიკა. იმისათვის, რომ მთლიანად აღმოიფხვრას სიძულვილის ენა, სიძულვილი ჩვენს საზოგადოებაში, ეს პრაქტიკა უნდა შეეხებოდეს თანაბრად ყველა მხარეს,“- აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოში საჯარო მოწოდებები ზეპირი, წერილობითი ან გამოხატვის სხვა საშუალებებით ძალადობრივი ქმედებებისკენ, რაც მიზნად ისახავს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნით პირთა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს თუ ეს მოწოდება ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.