აჭარაში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსპეცოპერაცია
სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2026
გამოწერა
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თაღლითობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
"დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბათუმში, სხვადასხვა დროს დააკავეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0