https://sputnik-georgia.com/20260317/geninspeqciam-dacvisa-da-sapatrulo-policiis-tanamsromlebi-daakava-297616777.html
გენერალურმა ინსპექციამ დაცვისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დააკავა
გენერალურმა ინსპექციამ დაცვისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დააკავა
Sputnik საქართველო
პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების, ხოლო დაცვის პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. 17.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-17T13:51+0400
2026-03-17T13:51+0400
2026-03-17T13:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
თბილისი დღეს
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250792868_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_b00937630f136b8497f6ce00e6e50e7b.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა 44 წლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ იაკობ კაცაძემ სხვადასხვა პირების შსს საინფორმაციო ცენტრის ბაზებში უკანონოდ გადამოწმებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა აიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება დაცვის პოლიციის თანამშრომელს, გენერალურმა ინსპექციამ ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, 45 წლის კარლო ურუშაძემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება – კერძოდ, მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს პერიოდულად ავალებდა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შესახებ ბრძანებებში ყალბი მონაცემების შეტანას, მათ შორის არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განმახორციელებელ პირებად, მასთან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი თანამშრომლების მითითებას, რომლებიც რეალურად აღნიშნულ საქმიანობას არ ახორციელებდნენ. შედეგად, ბრძანებებში მითითებულ პირებს, პერიოდულად ერიცხებოდათ ფულადი დანამატები, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კარლო ურუშაძე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250792868_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_6298b37e9a1850cbd9ff32dc5ae12673.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, თბილისი დღეს, აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, თბილისი დღეს, აჭარა
გენერალურმა ინსპექციამ დაცვისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დააკავა
პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების, ხოლო დაცვის პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა 44 წლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ იაკობ კაცაძემ სხვადასხვა პირების შსს საინფორმაციო ცენტრის ბაზებში უკანონოდ გადამოწმებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა აიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დაცვის პოლიციის თანამშრომელს, გენერალურმა ინსპექციამ ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, 45 წლის კარლო ურუშაძემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება – კერძოდ, მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს პერიოდულად ავალებდა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შესახებ ბრძანებებში ყალბი მონაცემების შეტანას, მათ შორის არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განმახორციელებელ პირებად, მასთან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი თანამშრომლების მითითებას, რომლებიც რეალურად აღნიშნულ საქმიანობას არ ახორციელებდნენ. შედეგად, ბრძანებებში მითითებულ პირებს, პერიოდულად ერიცხებოდათ ფულადი დანამატები, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კარლო ურუშაძე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.