ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმში პოლიციელი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია ბათუმში
პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2026
გამოწერა
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 24 წლის მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურემ ბათუმის ბულვარში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0