https://sputnik-georgia.com/20251113/givi-miqanadze-samusao-vizitit-cinetsi-gaemgzavra-295769930.html
გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების მინისტრი ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. 13.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-13T18:44+0400
2025-11-13T18:44+0400
2025-11-13T18:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ჩინეთი
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_0:52:1001:615_1920x0_80_0_0_7aad91b635543dc8095b71554acb10e1.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია, იუწყება განათლების სამინისტროს პრესსამსახური. გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის, ჰუაი ძინფენგის მიწვევით მიიღებს მონაწილეობას ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც პეკინში გაიმართება. მინისტრი ღონისძიების ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციაზე, დანერგილ სიახლეებსა და სკოლებში ჩინური ენის სწავლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრებს. ვიზიტისას მინისტრი ასევე ესტუმრება ნანძინგის სარკინიგზო ტრანსპორტის ინსტიტუტს, შენჭენის პროფესიულ და ტექნიკურ სკოლასა და კომპანია "ჰუავეის" ცენტრალურ ოფისს, სადაც ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს განიხილავს. გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან, ზვიად გაბისონიასა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილესთან, ლევან ქარუმიძესთან ერთად გაემგზავრა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_55:0:944:667_1920x0_80_0_0_7bcc2b202bd038042ebcd5fd26d0a1ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ჩინეთი, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ჩინეთი, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება
გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების მინისტრი ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია, იუწყება განათლების სამინისტროს პრესსამსახური.
გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის, ჰუაი ძინფენგის მიწვევით მიიღებს მონაწილეობას ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც პეკინში გაიმართება.
მინისტრი ღონისძიების ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციაზე, დანერგილ სიახლეებსა და სკოლებში ჩინური ენის სწავლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრებს.
ვიზიტისას მინისტრი ასევე ესტუმრება ნანძინგის სარკინიგზო ტრანსპორტის ინსტიტუტს, შენჭენის პროფესიულ და ტექნიკურ სკოლასა და კომპანია "ჰუავეის" ცენტრალურ ოფისს, სადაც ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს განიხილავს.
გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან, ზვიად გაბისონიასა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილესთან, ლევან ქარუმიძესთან ერთად გაემგზავრა.