https://sputnik-georgia.com/20250621/susma-romeo-miqautaze-daakava-293854793.html
სუსმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა
სუსმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა
Sputnik საქართველო
მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებენ. მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 21.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-21T12:06+0400
2025-06-21T12:06+0400
2025-06-21T12:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0e/265213421_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_77c2a514565ca5f8162ba68142d17cb1.jpg
თბილისი, 21 ივნისი - Sputinik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) მოსამართლის განჩინების საფუძველზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. უწყება ყოფილ მაღალჩინოსანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. აღნიშნულის თაობაზე სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების ცნობით, 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში მიქაუტაძეს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობები ეკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად მიქაუტაძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო. გარდა ამისა, ის სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად, ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ანდა მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებში აფორმებდა. „ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელებდა, რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელს და ქონებრივ სიკეთეს იღებდა. ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად, მიქაუტაძის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობაზე მისი განმწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა", - ნათქვამია განცხადებაში. მიქაუტაძე 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, 2021 – 2022 ის წლებში ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე იყო. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და ენერგეტიკულ კომპანიებში, აგრეთვე შემდეგ ჰიდროელექტროსადგურებში: "ვარციხე ჰესების კასკადი", "ზაჰესი", "ხრამხჰესი", "ჩხოროწუჰესი" და სხვა. გასულ წელს ოპოზიციურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძე კორუფციულ სქემებში იყო ჩართული და რომ იგი არაერთხელ გამოიძახეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მედიის ცნობით, უწყება მისი ქონებით დაინტერესდა, რომელიც თითქოსდა მან მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას დააგროვა. მაშინ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მიქაუტაძემ თანამდებობის დატოვება საკუთარი ნებით გადაწყვიტა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციაა.
https://sputnik-georgia.com/20240212/davitashvilma-misi-pirveli-moadgilis-gadadgomis-mizezi-ganmarta-286271077.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0e/265213421_161:0:1582:1066_1920x0_80_0_0_14bb960793b40698c0f197c6fbd3b2c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს მთავრობა
სუსმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა
12:06 21.06.2025 (განახლებულია: 12:09 21.06.2025) მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებენ. მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 21 ივნისი - Sputinik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) მოსამართლის განჩინების საფუძველზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა.
უწყება ყოფილ მაღალჩინოსანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება.
აღნიშნულის თაობაზე სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების ცნობით, 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში მიქაუტაძეს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობები ეკავა.
„ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ მიქაუტაძე თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში, ჰესებში საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული", - ნათქვამია სუსის მის გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად მიქაუტაძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.
გარდა ამისა, ის სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად, ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ანდა მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებში აფორმებდა.
„ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელებდა, რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელს და ქონებრივ სიკეთეს იღებდა. ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად, მიქაუტაძის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობაზე მისი განმწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა", - ნათქვამია განცხადებაში.
მიქაუტაძე 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, 2021 – 2022 ის წლებში ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე იყო.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და ენერგეტიკულ კომპანიებში, აგრეთვე შემდეგ ჰიდროელექტროსადგურებში: "ვარციხე ჰესების კასკადი", "ზაჰესი", "ხრამხჰესი", "ჩხოროწუჰესი" და სხვა.
გასულ წელს ოპოზიციურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძე კორუფციულ სქემებში იყო ჩართული და რომ იგი არაერთხელ გამოიძახეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მედიის ცნობით, უწყება მისი ქონებით დაინტერესდა, რომელიც თითქოსდა მან მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას დააგროვა.
მაშინ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მიქაუტაძემ თანამდებობის დატოვება საკუთარი ნებით გადაწყვიტა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციაა.