https://sputnik-georgia.com/20240212/davitashvilma-misi-pirveli-moadgilis-gadadgomis-mizezi-ganmarta-286271077.html
ეს სპეკულაციაა: დავითაშვილმა მისი პირველი მოადგილის მიერ პოსტის დატოვების მიზეზი განმარტა
ეს სპეკულაციაა: დავითაშვილმა მისი პირველი მოადგილის მიერ პოსტის დატოვების მიზეზი განმარტა
Sputnik საქართველო
ოპოზიციური ტელეკომპანიის ინფორმაციით, მიქაუტაძე კორუფციულ სქემებში იყო ჩართული 12.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-12T18:29+0400
2024-02-12T18:29+0400
2024-02-12T18:29+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0e/265213421_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_77c2a514565ca5f8162ba68142d17cb1.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ თანამდებობის დატოვება საკუთარი ნებით გადაწყვიტა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციაა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" ინფორმაციით, მიქაუტაძე კორუფციულ სქემებში იყო ჩართული და, შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს. მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ იგი არაერთხელ გამოიძახეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ტელეკომპანიის ცნობით, უწყება მისი ქონებით დაინტერესდა, რომელიც თითქოსდა მან მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას დააგროვა.მისი თქმით, რომეო მიქაუტაძე დარგის გამორჩეული პროფესიონალია და წლების განმავლობაში საჯარო სექტორში მაღალ თანამდებობას იკავებდა.მიქაუტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ტანამდებობა 2022 წლის დეკემბრიდან ეკავა. გასულ კვირაში ამ თანამდებობაზე იგი ნინო ენუქიძემ შეცვალა, რომელსაც მანამდე მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და ენერგეტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და ენერგეტიკულ კომპანიებში, აგრეთვე შემდეგ ჰიდროელექტროსადგურებში: „ვარციხე ჰესების კასკადი", „ზაჰესი", „ხრამხჰესი", „ჩხოროწუჰესი" და სხვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0e/265213421_161:0:1582:1066_1920x0_80_0_0_14bb960793b40698c0f197c6fbd3b2c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
ეს სპეკულაციაა: დავითაშვილმა მისი პირველი მოადგილის მიერ პოსტის დატოვების მიზეზი განმარტა
ოპოზიციური ტელეკომპანიის ინფორმაციით, მიქაუტაძე კორუფციულ სქემებში იყო ჩართული
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ თანამდებობის დატოვება საკუთარი ნებით გადაწყვიტა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციაა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" ინფორმაციით, მიქაუტაძე კორუფციულ სქემებში იყო ჩართული და, შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს. მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ იგი არაერთხელ გამოიძახეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ტელეკომპანიის ცნობით, უწყება მისი ქონებით დაინტერესდა, რომელიც თითქოსდა მან მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას დააგროვა.
„ეს მორიგი სიცრუე და სიყალბეა, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალება მიმართავს. მსგავსი რამ არ არსებობს. რომეო მიქაუტაძემ თავისი სურვილით გადაწყვიტა, რომ არ გაეგრძელებინა მუშაობა“, - აღნიშნა დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, რომეო მიქაუტაძე დარგის გამორჩეული პროფესიონალია და წლების განმავლობაში საჯარო სექტორში მაღალ თანამდებობას იკავებდა.
„ის თითქმის 20 წელია ენერგეტიკის სფეროში მუშაობს და სამინისტროში ენერგეტიკას კურირებდა. მისი სურვილი იყო, ამ ეტაპზე კერძო სექტორში გაეგრძელებინა მუშაობა. ამაზე ჩვენ გარკვეული პერიოდი გვქონდა საუბარი. ასე, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა და სპეკულაციებია ის, რომ მის მიმართ რაიმე გამოძიება მიდიოდა ან ჩვენ ერთად მუშაობის გაგრძელება არ გვსურდა გუნდში. ასეთი რამ არ იყო. პირიქით, ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მიქაუტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ტანამდებობა 2022 წლის დეკემბრიდან ეკავა. გასულ კვირაში ამ თანამდებობაზე იგი ნინო ენუქიძემ შეცვალა, რომელსაც მანამდე მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და ენერგეტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და ენერგეტიკულ კომპანიებში, აგრეთვე შემდეგ ჰიდროელექტროსადგურებში: „ვარციხე ჰესების კასკადი", „ზაჰესი", „ხრამხჰესი", „ჩხოროწუჰესი" და სხვა.