დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 მაისი

CC BY 2.0 / Lizbeth*King / quinceკომში ყვავილობისას
კომში ყვავილობისას - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 2 მაისია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
თავგადასავლებისკენ სწრაფვა და ადრენალინი სისხლში თქვენს გეგმებში კორექტივებს შეიტანს. გაგიჩნდებათ ახალი შთაბეჭდილებების მიღების, ადამიანების გაცნობის, მათთან ურთიერთობების სურვილი. უამრავი პოზიტივის მიღება შეგიძლიათ, მაგრამ, ამავე დროს, დღეს დიპლომატიურობა უკანა პლანზეა გადასული, ამიტომ ერიდებთ კამათს ცარიელ ადგილზე.
ვერძი: ჯობს, დაფიქრდეთ – განა ყველაფერი გაწყობთ თქვენ ცხოვრებაში? იქნებ დაიღალეთ ყოველდღიური რუტინისგან და ცვლილებების დრო დადგა? ასეთ შემთხვევაში ძალა უნდა მოიკრიბოთ და გარისკოთ. მშვენიერი დღეა ნაბიჯების გადადგმისთვის რამის, თუნდაც ნაკლებად მნიშვნელოვანის შესაცვლელად. არ შეუშინდეთ ახალს, სხვა შემთხვევაში რისკავთ, რომ დიდი ხნით ჩარჩეთ წარსულში.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
კურო: დღეს თქვენი ლოზუნგი იქნება „ცოდნა – სინათლეა“. უნდა იფიქროთ პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, რათა კარიერაში წინ წაიწიოთ. იზრუნეთ თვითგანათლებაზე ან რამე საკვალიფიკაციო კურსებზე ჩაეწერთ. რაც უფრო მეტ ცოდნას შეიძენს უახლოეს პერიოდში, მით მეტი კარი გაიღება თქვენ წინაშე და მით უფრო მეტი საინტერესო წინადადება გაჩნდება თქვენ ცხოვრებაში.
ტყუპი: დღევანდელი დღე დაკავშირებული იქნება ინფორმაციების მოძიებასა და მათ დამუშავებასთან. თან ეს ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან იქნება მიღებული, ზოგ რამეს კი დასკვნების გამოტანით თვითონ მიხვდებით. ამან არ შეგაშინოთ – რაც მეტია ინფორმაცია, მით უკეთესი. იოლად გაერკვევით საინფორმაციო ნაკადში და იქიდან რაციონალურს გამოარჩევთ, ხოლო უსარგებლოს – გადახაზავთ.
კირჩხიბი: დღეს მზად ხართ, ყველა და ყველაფერი უხეშად და უაპელაციოდ განსაჯოთ. ეს აისახება მიღებულ გადაწყვეტილებებზეც და გარშემომყოფებთან ურთიერთობებზეც. თქვენთვის დღეს არ არსებობს სხვა ფერი, გარდა თეთრისა და შავისა და თანაც, თეთრი ფერი თითქმის არც მოჩანს. აქედან გამომდინარე, აჯობებს, თუ დღეს სათოფეზეც კი არავინ გაგეკარებათ – არც მნიშვნელოვან და არც უმნიშვნელო საკითხებზე.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე
ლომი: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი მხარდამჭერი ადამიანები არიან. მარტო იმის მცირე ნაწილსაც ვერ გააკეთებთ, რაც ჩაფიქრებული გაქვთ. თქვენდამი ლოიალურად განწყობილთა შორის შეიძლება ისინიც დაინახოთ, რომელთაგან ამას ვერც კი წარმოიდგენდით. გვერდით მდგომ ადამიანებს თუ რჩევას დაეკითხებით და შემდეგ გაითვალისწინებთ, დღეს თქვენთვის შეუსრულებელი ამოცანა არ არსებობს.
ქალწული: ძალზე დატვირთული და ქაოტური დღე გელოდებათ, მაგრამ – პროდუქტიული. მოგიწევთ აქეთ–იქით სირბილი, ენერგიის დახარჯვა, მაგრამ მოახერხებთ და გარშემომყოფებს საკუთარ თავს ყველაზე მომგებიანი კუთხით წარუდგენთ, აჩვენებთ, როგორი საქმიანობა შეგიძლიათ. შესაძლებელია, რომ სწორედ დღევანდელი დღის დამსახურებით თქვენი ცხოვრება დროთა განმავლობაში უკეთესობისკენ შემობრუნდეს.
სასწორი: დღეს წარმატებას ასხივებთ. თქვენი შინაგანი ჰარმონიისა და თავდაჯერებულობის წყალობით შეგწევთ ძალა, რომ ვითარება თქვენი და თქვენი ახლობლების ირგვლივ უკეთესობისკენ შეცვალოთ. ერთადერთი, რაც დღეს არ შეგშვენით, ეს მოკრძალება და მორცხვობაა. ნუ დამალავთ საკუთარ ღირსებებს. აჩვენეთ ყველას, რა შეგიძლიათ. გარშემომყოფებს ეს გაახარებს, ხოლო თქვენ შედეგი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.
ხელი ქალაქზე ოფისიდან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: დღეს ყველაზე კარგად ყოველდღიური, მიმდინარე საქმეები გამოგივათ, თუმცა მათ შემოქმედებითად მიუდგებით. უფერულ სამუშაოსაც კი ლამაზად გააფერადებთ და ასე ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებას შეძლებთ. რაც შეეხება დიდ პროექტებსა და ახალ წამოწყებებს, ჯობს, თავი შეიკავოთ – დღეს თქვენი აზროვნება გლობალიზმს მოკლებულია და არის რისკი, რომ რამე მნიშვნელოვანი გამოგეპაროთ.
მშვილდოსანი: დღეს წარმატებები გელოდებათ ყველაფერში, რაც თქვენი პროფესიული დონის ამაღლებას, ახალ ჰორიზონტებს უკავშირდება. ჯობს, მიხედოთ სწავლას, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, მოძებნოთ ახალი ჰობი ან ეწვიოთ ისეთ ადგილებს, სადაც ადრე ნამყოფი არ ხართ. ასევე შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს გააჩენს თქვენს ცხოვრებაში.
თხის რქა: დღეს გადაწყვეტილებების მიღება, შეიძლება ითქვას, გზადაგზა მოგიწევთ. მაგრამ ეს ყველაფერი არაა – სიტუაცია შეიძლება ისე განვითარდეს, რომ კიდევ უფრო სწრაფი მოქმედებები გახდეს საჭირო, რათა ხელიდან არ გაუშვათ ახალი შესაძლებლობები. სამაგიეროდ, თუ მარჯვედ იმოქმედებთ და სისწრაფის უნარს გამოავლენთ, კონკურენტებს უკან ჩამოიტოვებთ და საბოლოოდ პირველ პრიზს აიღებთ.
სასმელები ბარში - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
გასართობი ჰოროსკოპი: როგორი სიმთვრალე აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს
მერწყული: დღეს შესაძლოა, დიპლომატიურობამ დაგაღალატოთ, უფრო სწორად, მისმა უკმარისობამ, რომელსაც გარშემომყოფები განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობენ. თავად არც კი იეჭვებთ, რომ თქვენმა სიტყვებმა ვინმეს გული ატკინა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ყურადღებით უნდა გააკონტროლოთ თითოეული სიტყვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობებში.
თევზები: დღეს იდეალური შემსრულებელი იქნებით. შეგწევთ უნარი, ირგვლივ მყოფების სურვილები აასრულოთ. თუ ხელმძღვანელი ხართ, თავი შეიძლება არაკომფორტულად იგრძნოთ – არ ხართ განწყობილი, რომ გამოავლინოთ ინიციტივა და შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოთ. საუკეთესო გამოსავალი ხელმძღვანელი პირებისთვის დასვენებაა, ხოლო ხელქვეითები ამ პერიოდში უამრავი საქმის გაკეთებას მოასწრებენ.
ყველა ახალი ამბავი
0