https://sputnik-georgia.com/20240323/200-mde-qalis-atasobit-intimuri-foto-saqartvelosi-erti-piri-daakaves-286989423.html
200-მდე ქალის ათასობით ინტიმური ფოტო - საქართველოში ერთი პირი დააკავეს
200-მდე ქალის ათასობით ინტიმური ფოტო - საქართველოში ერთი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
მამაკაცი ინტიმური შინაარსის ფოტოსესიებს მართავდა 23.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-23T11:00+0400
2024-03-23T11:00+0400
2024-03-23T11:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24014/41/240144163_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_1228500711795204c7d3f8b8becbc5c2.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 43 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც 200-მდე ქალის 5 ათასზე მეტი ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა უკანონოდ მოიპოვა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის მხილება ერთ-ერთი დაზარალებულის, 19 წლის გოგონას მიმართვის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. ბოროტმოქმედი დააკავეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ქ., ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფებში, მის მიერვე შექმნილი ყალბი გვერდების გამოყენებით განცხადებებს ათავსებდა, რომლითაც ქალის თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ახალგაზრდა გოგოებს იწვევდა.ბრალდებული განცხადებით დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ფოტოგრაფად ყალბი სახელით და გვარით „ნუკრი ჯიოშვილით“ ეცნობოდა.მამაკაცმა 19 წლის გოგონა აიძულა მონაწილეობა მიეღო ფოტოსესიაში, რისთვისაც შემდეგი სქემა გამოიყენა: დახურულ ჯგუფში ფოტოგრაფის თანაშემწედ გაეცნო. დაპირდა, რომ თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესია იქნებოდა კონფიდენციალური, რადგან ფოტოებში არ გამოჩნდებოდა დაზარალებულის სახე. გარკვეულ პირობებზე შეთანხმების შემდეგ, მან დაზარალებულს ფოტოგრაფისთვის გადასაცემად ტელეფონის ნომერი სთხოვა, მოგვიანებით კი თავადვე დაუკავშირდა როგორც ფოტოგრაფი „ნუკრი ჯიოშვილი“ და შემდგომი დასაქმების პირობით სატესტო ფოტოსესია დაუგეგმა.17 წლის ბიჭი 16 წლის გოგოს ინტიმურ ვიდეოებს მუქარით აგზავნინებდა >>2024 წლის მარტის თვეში, ბრალდებულმა 19 წლის გოგო გლდანში მდებარე თავის ბინაში მიიყვანა, სადაც მას როგორც ფოტოგრაფს, თითქოს სტუდია ქონდა მოწყობილი და ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები უკანონოდ მოიპოვა.ფოტოსესიის შემდეგ, ბრალდებული ქალთან კომუნიკაციას ტელეფონით აგრძელებდა და მისი ინტიმური შინაარსის ფოტომასალის ნათესავებთან გავრცელებით ემუქრებოდა, თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნებს - არ შეხვდებოდა, სქესობრივ კავშირს არ დაამყარებდა და ახალ ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალას არ გადაუგზავნიდა.მას შემდეგ რაც აღნიშნულზე დაზარალებულისგან უარი მიიღო, მის სარგებლობაში არსებულ კიდევ ერთ ყალბ პროფილზე საჯაროდ განათავსა ფოტოსესიის დროს დაზარალებულისთვის გადაღებული ინტიმური ხასიათის ერთ-ერთი ფოტო და განაგრძო მუქარა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით გადაუდებელი, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო. მათ შორის, ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის, საცხოვრებელი ადგილის და ასევე, გლდანის რაიონში მდებარე იმ ბინის ჩხრეკა, სადაც ფოტოგადაღებებს ატარებდა.მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ფოტოაპარატი, ფოტოსესიის ჩასატარებლად შესაბამისი მოწყობილობები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები.ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გასაჯაროებისთვის ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დააკავეს>>როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.გარდა ამისა, ბრალდებულის მობილური ტელეფონის შესწავლის შედეგად, ნანახი იქნა სხვა დაზარალებული ქალების მიმართ ინტიმური შინაარსის სურათების გავრცელების მუქარის და შანტაჟის შემცველი მესიჯები.გამომძიებლებმა უკვე მოახდინეს რამდენიმე დაზარალებული ქალის იდენტიფიცირება, რომელთა ინტერესებს და უფლებებსაც ასევე დაიცავს საგამოძიებო სამსახური.სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.მამაკაცი დააკავეს „პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა“ (დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას) და „სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების“ მუხლით, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24014/41/240144163_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_bca49ef71430e3077f35de3225184491.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
200-მდე ქალის ათასობით ინტიმური ფოტო - საქართველოში ერთი პირი დააკავეს
მამაკაცი ინტიმური შინაარსის ფოტოსესიებს მართავდა
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 43 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც 200-მდე ქალის 5 ათასზე მეტი ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა უკანონოდ მოიპოვა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის მხილება ერთ-ერთი დაზარალებულის, 19 წლის გოგონას მიმართვის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. ბოროტმოქმედი დააკავეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ქ., ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფებში, მის მიერვე შექმნილი ყალბი გვერდების გამოყენებით განცხადებებს ათავსებდა, რომლითაც ქალის თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ახალგაზრდა გოგოებს იწვევდა.
ბრალდებული განცხადებით დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ფოტოგრაფად ყალბი სახელით და გვარით „ნუკრი ჯიოშვილით“ ეცნობოდა.
მამაკაცმა 19 წლის გოგონა აიძულა მონაწილეობა მიეღო ფოტოსესიაში, რისთვისაც შემდეგი სქემა გამოიყენა: დახურულ ჯგუფში ფოტოგრაფის თანაშემწედ გაეცნო. დაპირდა, რომ თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესია იქნებოდა კონფიდენციალური, რადგან ფოტოებში არ გამოჩნდებოდა დაზარალებულის სახე. გარკვეულ პირობებზე შეთანხმების შემდეგ, მან დაზარალებულს ფოტოგრაფისთვის გადასაცემად ტელეფონის ნომერი სთხოვა, მოგვიანებით კი თავადვე დაუკავშირდა როგორც ფოტოგრაფი „ნუკრი ჯიოშვილი“ და შემდგომი დასაქმების პირობით სატესტო ფოტოსესია დაუგეგმა.
2024 წლის მარტის თვეში, ბრალდებულმა 19 წლის გოგო გლდანში მდებარე თავის ბინაში მიიყვანა, სადაც მას როგორც ფოტოგრაფს, თითქოს სტუდია ქონდა მოწყობილი და ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები უკანონოდ მოიპოვა.
ფოტოსესიის შემდეგ, ბრალდებული ქალთან კომუნიკაციას ტელეფონით აგრძელებდა და მისი ინტიმური შინაარსის ფოტომასალის ნათესავებთან გავრცელებით ემუქრებოდა, თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნებს - არ შეხვდებოდა, სქესობრივ კავშირს არ დაამყარებდა და ახალ ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალას არ გადაუგზავნიდა.
მას შემდეგ რაც აღნიშნულზე დაზარალებულისგან უარი მიიღო, მის სარგებლობაში არსებულ კიდევ ერთ ყალბ პროფილზე საჯაროდ განათავსა ფოტოსესიის დროს დაზარალებულისთვის გადაღებული ინტიმური ხასიათის ერთ-ერთი ფოტო და განაგრძო მუქარა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით გადაუდებელი, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო. მათ შორის, ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის, საცხოვრებელი ადგილის და ასევე, გლდანის რაიონში მდებარე იმ ბინის ჩხრეკა, სადაც ფოტოგადაღებებს ატარებდა.
მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ფოტოაპარატი, ფოტოსესიის ჩასატარებლად შესაბამისი მოწყობილობები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.
გარდა ამისა, ბრალდებულის მობილური ტელეფონის შესწავლის შედეგად, ნანახი იქნა სხვა დაზარალებული ქალების მიმართ ინტიმური შინაარსის სურათების გავრცელების მუქარის და შანტაჟის შემცველი მესიჯები.
გამომძიებლებმა უკვე მოახდინეს რამდენიმე დაზარალებული ქალის იდენტიფიცირება, რომელთა ინტერესებს და უფლებებსაც ასევე დაიცავს საგამოძიებო სამსახური.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.
დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.
მამაკაცი დააკავეს „პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა“ (დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას) და „სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების“ მუხლით, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.