https://sputnik-georgia.com/20240313/intimuri-potoebis-gasajaroebistvis-qali-da-kaci-daakaves-286829795.html
ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გასაჯაროებისთვის ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დააკავეს
ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გასაჯაროებისთვის ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე მათგანს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 13.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-13T15:29+0400
2024-03-13T15:29+0400
2024-03-13T15:29+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24020/81/240208173_0:114:2206:1355_1920x0_80_0_0_16ec2881cb004c6edc1fdabeb230de58.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 20 წლის მამაკაცი და 24 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ; ინფორმაციაში.დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა, მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა.მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ბრალდებული სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" ყალბი გვერდიდან დაუკავშირდა დაზარალებულს და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეოჩანაწერების გავრცელების მუქარით, უსიტყვო მორჩილება და კონკრეტული ქმედებების შესრულება, მათ შორის, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გადაგზავნა და დაზარალებულის „ფეისბუქის" პაროლის გადაცემა მოსთხოვა.გარდა ამისა, იგი პირადად უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა ჰქონოდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, დაზარალებული ქალის დაკნინების მიზნით, სოციალურ ქსელში შექმნილ ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთ ფაქტზე მხილებულია 24 წლის ქალი, რომელიც ყოფილ მულს ყალბი პროფილით მამაკაცის სახელით გაეცნო, ნდობა მოიპოვა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ნათესავებთან გაავრცელა.ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონიდან ამოღებულია დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე წარედგინა.სპეციალური საგამოძიებო სამსახური ორივე ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24020/81/240208173_125:0:2082:1468_1920x0_80_0_0_e83563e8efb5be52839fe8bc51deb705.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გასაჯაროებისთვის ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე მათგანს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 20 წლის მამაკაცი და 24 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ; ინფორმაციაში.
დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა, მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ბრალდებული სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" ყალბი გვერდიდან დაუკავშირდა დაზარალებულს და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეოჩანაწერების გავრცელების მუქარით, უსიტყვო მორჩილება და კონკრეტული ქმედებების შესრულება, მათ შორის, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გადაგზავნა და დაზარალებულის „ფეისბუქის" პაროლის გადაცემა მოსთხოვა.
გარდა ამისა, იგი პირადად უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა ჰქონოდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, დაზარალებული ქალის დაკნინების მიზნით, სოციალურ ქსელში შექმნილ ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა.
„მამაკაცის პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში ნანახი და ამოღებულია დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც ბრალდებული დააკავეს“, - აცხადებენ უწყებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთ ფაქტზე მხილებულია 24 წლის ქალი, რომელიც ყოფილ მულს ყალბი პროფილით მამაკაცის სახელით გაეცნო, ნდობა მოიპოვა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ნათესავებთან გაავრცელა.
გამოძიების ცნობით, დაზარალებულმა მითითებულ ყალბ პროფილზე ყოფილ რძალს, რომელიც მამაკაცის სახელით, ყალბი პროფილით ესაუბრებოდა, თავისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. ბრალდებულმა ამ გზით მოტყუებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებიც შემდგომ სახელის გატეხის მიზნით, დაზარალებულის ნათესავებთან გაავრცელა.
ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონიდან ამოღებულია დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.
დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე წარედგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ორივე ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას.