17 წლის ბიჭი 16 წლის გოგოს ინტიმურ ვიდეოებს მუქარით აგზავნინებდა

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიპირი გისოსებს მიღმა
პირი გისოსებს მიღმა - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2024
გამოწერა
გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე მიმდინარეობს.
თბილისი, 20 მარტი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე 17 წლის ბიჭი დააკავა.
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის გაზაფხულზე ბრალდებულს სოციალურ ქსელში მიმოწერა ჰქონდა 16 წლის გოგონასთან, რა დროსაც გოგონამ მას ნებაყოფლობით საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გაუგზავნა. მოგვიანებით, ბრალდებულმა არასრულწლოვანს ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება და მასთან გადაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ „ფოტოშოპის“ მეშვეობით მისი ცეკვის ვიდეოს დაამონტაჟებდა ისე, რომ ფოტოებზე დაზარალებული გამოსახული იქნებოდა შიშველ მდგომარეობაში, რასაც შემდეგ გოგონას მშობლებს გაუგზავნიდა.
მუქარის შედეგად გოგონამ იმავე დღეს თავისი ბინის სააბაზანოში გადაიღო ინტიმური შინაარსის ვიდეო, რომელიც „მესენჯერის“ საშუალებით ბრალდებულს გადაუგზავნა. ამის შემდეგ, 17 წლის ბიჭმა დაზარალებულს სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელება, შემდეგ ვიდეოზე გადაღება და გადაგზავნაც მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკანონოდ მოპოვებული ზემოთ მითითებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერის მშობლებთან და ნათესავებთან გავრცელებით დაემუქრა.
მუქარისა და იძულების შედეგად, შეშინებულმა დაზარალებულმა არასრულწლოვანმა სექსუალური ქმედების ამსახველი ვიდეო ჩაწერა და ბრალდებულს გადაუგზავნა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმის მოკვლევა დაზარალებულის მიმართვის შედეგად დაიწყო. 17 წლის ბიჭის პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა არასრულწლოვანი გოგოს ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული.
დანაშაულში მხილებულ არასრულწლოვანს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე წარედგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას.
ყველა ახალი ამბავი
0