https://sputnik-georgia.com/20240308/skandali-adeisvilis-bundestagsi-gamocenis-gamo-evrokavsirsi-dezinformaciaze-saubroben-286759818.html
სკანდალი ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენის ირგვლივ - ევროკავშირში დეზინფორმაციაზე საუბრობენ
სკანდალი ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენის ირგვლივ - ევროკავშირში დეზინფორმაციაზე საუბრობენ
Sputnik საქართველო
გერმანიის პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი გენერალური პროკურორის გამოჩენამ ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია. 08.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-08T17:56+0400
2024-03-08T17:56+0400
2024-03-08T17:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274776520_0:0:3035:1708_1920x0_80_0_0_c4bfa7bdbaf3dcc6b8dc7600bb71613e.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ბუნდესტაგში გამართულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა, რომელსაც სამშობლოში დაუსწრებლად მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დაესწრო და აღნიშნა, რომ ინფორმაციის წარმოდგენის ფორმა დეზინფორმაციაა.საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა ბუნდესტაგში გამართული შეხვედრა, რომელსაც საქართველოში დაუსწრებლად მსჯავრდებული ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი ესწრებოდა - აღინიშნა, რომ ინფორმაციის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა.ქართულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელზეც ადეიშვილი გერმანიის პარლამენტში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. საქართველოში მსჯავრდებული ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენა საქართველოს მიმართ არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინებაა და ხელს უწყობს ქვეყანაში ანტიევროპული განწყობების გაძლიერებას, აღნიშნეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში.გარდა ამისა, წარმომადგენლობამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გზაზე.„ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას“, – აღნიშნულია განცხადებაში.საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო 2012 წლის ბოლოს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.„ეს გულდასაწყვეტია": ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენამ ხელისუფლება აღაშფოთა >>სამშობლოში ადეიშვილი ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. მას ამჟამად უკრაინაში მაღალი თანამდებობა უკავია.
საქართველო
გერმანია
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274776520_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_569545157cd193bac4ee45ecf1eb120c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სკანდალი ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენის ირგვლივ - ევროკავშირში დეზინფორმაციაზე საუბრობენ
გერმანიის პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი გენერალური პროკურორის გამოჩენამ ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ბუნდესტაგში გამართულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა, რომელსაც სამშობლოში დაუსწრებლად მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დაესწრო და აღნიშნა, რომ ინფორმაციის წარმოდგენის ფორმა დეზინფორმაციაა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა ბუნდესტაგში გამართული შეხვედრა, რომელსაც საქართველოში დაუსწრებლად მსჯავრდებული ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი ესწრებოდა - აღინიშნა, რომ ინფორმაციის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა.
ქართულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელზეც ადეიშვილი გერმანიის პარლამენტში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. საქართველოში მსჯავრდებული ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენა საქართველოს მიმართ არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინებაა და ხელს უწყობს ქვეყანაში ანტიევროპული განწყობების გაძლიერებას, აღნიშნეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“.
„გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს, ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატიდან, რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რასაკვირველია, უკრაინის ჩათვლით. გასულ სამშაბათს ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, წარმომადგენლობამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გზაზე.
„ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო 2012 წლის ბოლოს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
სამშობლოში ადეიშვილი ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. მას ამჟამად უკრაინაში მაღალი თანამდებობა უკავია.