„ეს გულდასაწყვეტია": ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენამ ხელისუფლება აღაშფოთა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2024
გამოწერა
Адеишвили находился в законодательном органе Германии в составе украинской делегации
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოში მსჯავრდებული ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენა საქართველოს მიმართ არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინებაა და ხელს უწყობს ქვეყანაში ანტიევროპული განწყობების გაძლიერებას, აცხადებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“.
ქართულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელზეც ადეიშვილი გერმანიის პარლამენტში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
„როდესაც ასეთ ადამიანს იღებენ სხვადასხვა დაწესებულებებში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გერმანიის პარლამენტს ეხება და იქ სტუმრების ლოჟაში ზის უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ეს, რა თქმა უნდა, იმედს გვიცრუებს და ზუსტად ასეთი ფაქტები უწყობს ხელს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ გერმანიის პარლამენტის საქციელი ეწინააღმდეგება პარტნიორულ ურთიერთობებს.
„ეს არ არის პარტნიორული ურთიერთობა, როდესაც პარტნიორი ქვეყანა არ სცემს პატივს საქართველოს მართლმსაჯულებას და სუვერენიტეტს. კითხვა მაქვს, ეს გამიზნულად ხომ არ მოხდა?“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჩაგარეიშვილმა ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენას მიუღებელი უწოდა.
„მიუღებელია, როცა ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში ვიხილეთ ადამიანი, რომელიც კონკრეტული უმძიმესი და არაერთი ჩადენილი დანაშაულის გამო გადახვეწილია ამ ქვეყნიდან და იძებნება ჩვენი კანონმდებლობით", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო 2012 წლის ბოლოს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
სამშობლოში ადეიშვილი ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.მას ამჟამად უკრაინაში მაღალი თანამდებობა უკავია.
ყველა ახალი ამბავი
0