საქართველოში დაცული ტერიტორიების მონახულების ფასები გაიზარდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსათაფლია
სათაფლია - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2024
გამოწერა
შესასვლელი ბილეთების გაძვირება უკავშირდება იმას, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს როგორც გარემოს დაცვის, ისე ეკოტურიზმის კუთხით.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. 2024 წლის 1 მარტიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთების ფასები გაიზარდა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
ექვს წლამდე ბავშვები ყველა დაცული ტერიტორიის მონახულებას უფასოდ შეძლებენ. 6–დან 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ბილეთის ფასი უცვლელი რჩება – 5,50 ლარი.
მარტვილის კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.
ნავით გასეირნება - 15 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.
ოკაცეს კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 9,20 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.
ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.
პრომეთეს მღვიმე
საქართელოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 11,50 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვალად - 13 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 23 ლარის ნაცვალად - 25 ლარი.
ნავით გასეირნება - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.
სათაფლია
1.
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 8 ლარის ნაცვალად - 10 ლარი.
2.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17.25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.
ნავენახევის მღვიმე
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად - 8 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 11,50 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, რომელიც დღეისათვის ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13% შეადგენს.
სააგენტოს შემოსავლები, ერთი მხრივ, მიმართულია სწორედ ბუნების დაცვის მიმართულებით, მეორე მხრივ კი აქტიური სამუშაოები ხორციელდება ეკოტურიზმის განვითარების, არსებულის რეაბილიტაციისა და ახალი ობიექტების მოწყობის მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკური ეფექტის ზრდას და ბუნების მდგრად მართვას.
დაცული ტერიტორიების ფართობი 116 ათასი ჰექტრით გაიზარდა>>
უწყებაში აღნიშნეს, რომ 2023 წელს, სახელმწიფოს აქტიური ფინანსური მხარდაჭერით, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ თითქმის 22,5 მილიონი ლარი შეადგინა.
ამ დროისთვის სრულდება 1200 კმ-მდე სიგრძის ბილიკებისა და თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, მოეწყო 3D განათების მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ტერიტორიებზე და სხვ.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ეკოტურიზმის განვითარება და სიახლეების დანერგვა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, საექსპლუატაციო ხარჯების ზრდასთანაა დაკავშირებული. იმისთვის, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასების ცვლილება.
საქართველოს დაცული ტერიტორიები ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. მათგან ყველაზე მაღალი მოთხოვნაა სათაფლიაზე, ოკაცეს კანიონზე, მარტვილის კანიონზე და პრომეთეს მღვიმეზე.
საქართველოს დაცული ტერიტორიები ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს>>
აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რომელთა შორის ლიდერობენ პოლონეთის, ინდოეთის, ლატვიის, რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები.
საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0