საქართველოს დაცული ტერიტორიები ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს

© courtesy of Miho Neimanსათაფლია
სათაფლია - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2023
გამოწერა
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. 2023 წლის იანვარი-აპრილში საქართველოს ყველაზე პოპულარულ ოთხ დაცულ ტერიტორიას 48.415 ტურისტი ეწვია, რაც 2019 წელთან შედარებით 34%-ით მეტია, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საანგარიშო პერიოდში სათაფლიას 94%-ით, ოკაცეს კანიონს 44%-ით, მარტვილის კანიონს 30%-ით, ხოლო პრომეთეს მღვიმეს 21%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც, რომელთა შორის ლიდერობენ პოლონეთის, ინდოეთის, ლატვიის, რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები.
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი, 330 სახეობის ფრინველი და 160 სახეობის თევზი. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობაა.
ყველა ახალი ამბავი
0