https://sputnik-georgia.com/20230623/---116----278880340.html
დაცული ტერიტორიების ფართობი 116 ათასი ჰექტრით გაიზარდა
დაცული ტერიტორიების ფართობი 116 ათასი ჰექტრით გაიზარდა
Sputnik საქართველო
ამჟამად დაცულ ტერიტორიებს ქვეყნის მთელი ტერიტორიის 13% უკავია. 23.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-23T15:50+0400
2023-06-23T15:50+0400
2023-06-23T21:14+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23208/32/232083261_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_76dd98fba2a494df4a83d774b3450b11.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი 116 ათასი ჰექტრით გაიზარდა, რაც უპრეცედენტო ზრდად ითვლება, განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ხახიშვილმა ბათუმში პარლამენტის გასვლით სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას.ბოლო პერიოდში საქართველოში ხუთი ახალი დაცული ტერიტორია გაჩნდა. ქვეყანაში ჯამში 100 დაცული ტერიტორიაა. მათი საერთო ფართობი 900 ათას ჰექტარს აჭარბებს და ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს იკავებს.საქართველოს დაცული ტერიტორიები ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. მათგან ყველაზე მაღალი მოთხოვნაა სათაფლიაზე, ოკაცეს კანიონზე, მარტვილის კანიონზე და პრომეთეს მღვიმეზე.აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რომელთა შორის ლიდერობენ პოლონეთის, ინდოეთის, ლატვიის, რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს უნიკალური ბუნებისა და მრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23208/32/232083261_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_782899bef47f94e6f0c1110ae5d7a347.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
დაცული ტერიტორიების ფართობი 116 ათასი ჰექტრით გაიზარდა
15:50 23.06.2023 (განახლებულია: 21:14 23.06.2023) ამჟამად დაცულ ტერიტორიებს ქვეყნის მთელი ტერიტორიის 13% უკავია.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი 116 ათასი ჰექტრით გაიზარდა, რაც უპრეცედენტო ზრდად ითვლება, განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ხახიშვილმა ბათუმში პარლამენტის გასვლით სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას.
ბოლო პერიოდში საქართველოში ხუთი ახალი დაცული ტერიტორია გაჩნდა. ქვეყანაში ჯამში 100 დაცული ტერიტორიაა. მათი საერთო ფართობი 900 ათას ჰექტარს აჭარბებს და ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს იკავებს.
საქართველოს დაცული ტერიტორიები ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. მათგან ყველაზე მაღალი მოთხოვნაა სათაფლიაზე, ოკაცეს კანიონზე, მარტვილის კანიონზე და პრომეთეს მღვიმეზე.
აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რომელთა შორის ლიდერობენ პოლონეთის, ინდოეთის, ლატვიის, რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს უნიკალური ბუნებისა და მრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.