https://sputnik-georgia.com/20240213/davitashvili-energetikis-speros-pirad-kontrolze-aiyvans-286280746.html
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის სექტორს პირად კონტროლზე აიყვანს
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის სექტორს პირად კონტროლზე აიყვანს
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა ენერგეტიკის სფეროს პრიორიტეტულობა და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური განვითარება, 13.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-13T10:29+0400
2024-02-13T10:29+0400
2024-02-13T10:29+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282562066_201:347:1858:1279_1920x0_80_0_0_d035db20e1b0aa1a0777fc1c59dcaef7.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორს ის პირადად გაუწევს კურირებას, რადგანაც დარგის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია.ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სექტორი უნდა განვითარდეს მზარდი მოხმარების ფონზე.როგორც დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა ენერგეტიკის სფეროს პრიორიტეტულობა და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური განვითარება, რაზეც პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტრო იქნება.ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიზნის მისაღწევად, რომ ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი და ნეტო-ექსპორტიორი გახდეს და ის მნიშვნელოვანი ძვრები, რომლებიც ბოლო წლებში დაიძრა, არა თუ შენელდეს, არამედ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გაგრძელდეს.რამდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს საქართველო 2024 წელს - ახალი წლის ბალანსი>>>გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო ცალკე ენერგეტიკის სამინისტროს შექმნა, რადგანაც თუ დარგის სწორად მართვის შემთხვევაში შეუძლებელია უფრო დიდი შედეგების მიღწევა სფეროში, როგორც იმ პირობებში, როდესაც ის არის ძალიან ძლიერი სამინისტროს ნაწილი.„ჩვენი გადაწყვეტილება ცალსახაა, რომ ენერგეტიკას კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ. ისეთი კონსოლიდირებული სამინისტროები, როგორიცაა ეკონომიკის სამინისტრო, როგორც წესი, იძლევა საშუალებას, რომ ამა თუ იმ სფეროსთვის იყოს მეტი რესურსი, მეტი კოორდინაცია და ეს ყველაფერი არის მოქნილობის საფუძველი, რომ სფერო უფრო წარმატებით განვითარდეს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.ენერგეტიკის განვითარებამთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.ამასთან დაკავშირებით შემუშავდა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.განახლებადი ენერგეტიკა: პრემიერმა გეგმებზე ისაუბრა>>>პირველ აუქციონში 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლებიც განახორციელებენ 15 ჰიდრო, ორი ქარისა და ათი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებს.სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ მოიხმარა 13,7 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2022 წლის მონაცემებზე 7,4%-ით მეტია.გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,4 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2022 წლის მონაცემზე 1%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282562066_422:315:1707:1279_1920x0_80_0_0_018204550f83d222b85c3e8d45ae4aa9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის სექტორს პირად კონტროლზე აიყვანს
საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა ენერგეტიკის სფეროს პრიორიტეტულობა და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური განვითარება,
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორს ის პირადად გაუწევს კურირებას, რადგანაც დარგის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სექტორი უნდა განვითარდეს მზარდი მოხმარების ფონზე.
„ენერგეტიკის სფეროს კურატორი მე ვიქნები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამაზე მაღალი ლეგიტიმაცია ენერგეტიკის სფეროს ვერ ექნებოდა. როდესაც პირადად, ამ შემთხვევაში, ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს დარგს, ესეც არის დემონსტრირება იმისა, რომ ენერგეტიკის სფერო ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია", - განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა ენერგეტიკის სფეროს პრიორიტეტულობა და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური განვითარება, რაზეც პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტრო იქნება.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიზნის მისაღწევად, რომ ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი და ნეტო-ექსპორტიორი გახდეს და ის მნიშვნელოვანი ძვრები, რომლებიც ბოლო წლებში დაიძრა, არა თუ შენელდეს, არამედ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გაგრძელდეს.
გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო ცალკე ენერგეტიკის სამინისტროს შექმნა, რადგანაც თუ დარგის სწორად მართვის შემთხვევაში შეუძლებელია უფრო დიდი შედეგების მიღწევა სფეროში, როგორც იმ პირობებში, როდესაც ის არის ძალიან ძლიერი სამინისტროს ნაწილი.
„ჩვენი გადაწყვეტილება ცალსახაა, რომ ენერგეტიკას კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ. ისეთი კონსოლიდირებული სამინისტროები, როგორიცაა ეკონომიკის სამინისტრო, როგორც წესი, იძლევა საშუალებას, რომ ამა თუ იმ სფეროსთვის იყოს მეტი რესურსი, მეტი კოორდინაცია და ეს ყველაფერი არის მოქნილობის საფუძველი, რომ სფერო უფრო წარმატებით განვითარდეს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
ამასთან დაკავშირებით შემუშავდა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
პირველ აუქციონში 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლებიც განახორციელებენ 15 ჰიდრო, ორი ქარისა და ათი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებს.
სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ მოიხმარა 13,7 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2022 წლის მონაცემებზე 7,4%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,4 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2022 წლის მონაცემზე 1%-ით მეტია.